''უპირატესობა ენიჭება ''შპილკა'' ქუსლს და ოდნავ წაწვეტებულ ცხვირს...''

''უპირატესობა ენიჭება ''შპილკა'' ქუსლს და ოდნავ წაწვეტებულ ცხვირს...''

დიზაინერმა ანა ჩანგიანმა თექის წარმოება დაახლოებით 10 წლის წინ დაიწყო, მაშინ საქართველოში ეს ფაქტურა ახალი შემოსული იყო და საკმაოდ რთულად აღიქვამდნენ. ანასთვის კი მნიშვნელოვანი იყო, შეექმნა ტრადიციულისგან განსხვავებული და მოდის ტენდენციებთან ასოცირებული პროდუქცია. სწორედ ამიტომ დაინტერესდა თექის წარმოებით და დღემდე ამ სფეროშია ჩართული. სხვათა შორის, ჩვენი რესპონდენტი გარკვეული პერიოდი, როგორც დიზაინერი, ბაქოშიც მოღვაწეობდა.

მცირე ხნის წინ ზალიკო ბერგერთან გაერთიანდა. დიზაინერები ვარშავაში ნამუშევრების წარსადგენად ემზადებიან, ანას სხვა საქველმოქმედო აქტივობებს ესეც შეემატება, შემოსული თანხა დაუნის სინდრომით დაბადებული ბავშვებისათვის ცენტრის აშენებას მოხმარდება.

- თექა დღესაც უდრეკ ქსოვილად აღიქმება, მაგრამ ჩვენთან თექა არის ჰაეროვანი, ძალიან თხელი და საშუალებას იძლევა, სხვა ქსოვილთან კომბინაციაში გამოიყენო.

- რამდენად მოთხოვნადია ეს ფაქტურა ზაფხულში?

- საზაფხულო გამოფენას ყოველთვის ვაკეთებ, თუნდაც იმიტომ, რომ საზოგადოებამ ნახოს, თექის გამოყენება შესაძლებელია არა მხოლოდ ზამთარში, არამედ ზაფხულშიც. საზაფხულო კოლექციები მატყლს მინიმალური რაოდენობით შეიცავს, მას უბრალოდ აქვს ფუნქცია, რომ იყოს დამჭერი ფაქტურა, აბრეშუმსა და სხვა ქსოვილებთან, ანუ აქცენტი სხვა ფაქტურაზე კეთდება.

ჩვენთან სამოსის ფაქტურა, ფერთა გამა ინდივიდუალურად, თითოეული მომხმარებლისთვის იქმნება, რის გამოც ხშირად ჰგონიათ, რომ ჩვენი პროდუქცია საკმაოდ ძვირია და ფუფუნებადაც კი თვლიან მას, მაგრამ მარკეტინგი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ ვცდილობთ, ჩვენი ნაწარმი ხელმისაწვდომი იყოს.

- რაც შეეხება ამ სეზონის ტენდენციებს...

- ბოლო პერიოდში ჩამოყალიბებული ტენდენციები არ არსებობს. ყველა დიზაინერი, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო მოდის ბაზარზე, ინდივიდუალურია. აქტუალურია სიჭრელე, ფაქტურების შეხამება, ე.წ. პეპიტას ქსოვილი, შავ-თეთრი გამა. პირადად მე უპირატესობას თავისუ-ფალ სილუეტს ვანიჭებ, თუმცა აქაც შეიძლება იყოს გამოკვეთილი ქალური ფორმები, ყველა მოდურ ტენდენციაში ინდივიდუალიზმია წინ წამოწეული.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება