Forbes: ბიონსე ყველაზე გავლენიანი ვარსკვლავია

Forbes: ბიონსე ყველაზე გავლენიანი ვარსკვლავია

მომღერალი ბიონსე ყველაზე გავლენიან ცნობილ ადამიანად დაასახელეს. ბიონსე გამოცემა Forbes-ის მიერ შედგენილი 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში პირველ ადგილზე მოხვდა.

ბიონსემ პირველ ადგილზე მოხვედრა, თავისი მასშტაბური ტურნეს წყალობით შეძლო. საშუალოდ, ტურნეს ფარგლებში ჩატარებული თითო კონცერტში მომღერალმა 2.4 მლნ დოლარის გამომუშავება შეძლო. 

მთლიანობაში, სხვადასხვა შემოსავლების წყალობით, მათ შორის სარეკლამო და სამოდელო სფეროდან მიღებული შემოსავლებით, მომღერალმა 2013 წლის 1 ივნისიდან 2014 წლის 1 ივნისამდე 115$ მლნ გამოიმუშავა.

რაც შეეხება მომღერლის მეუღლეს, რეპერმა Jay-Z-მ რეიტინგში 60 მლნ დოლარით მეექვსე ადგილი დაიკავა.

რეიტინგში მეორე ადგილი კალათბურთელ ლებრონ ჯეიმსს ერგო, რომელმაც გასულ წელს 72 მლნ დოლარი იშოვა, ხოლო მესამე პოზიციაზე რეპერი Dr. Dre-ა გამომუშავებული 620 მლნ დოლარით.

წინა წლის ანალოგიური რეიტინგის ლიდერმა, ოპრა უინფრიმ წელს მეოთხე პოზიცია დაიკავა (82 მლნ დოლარი). ხუთეულს ტელეწამყვანი ელენ დეჯენერესი ასრულებს გამომუშავებული 70 მლნ დოლარით.

რეიტინგის შედგენისას Forbes-მა გაითვალისწინა არამხოლოდ ცნობილების შემოსავალი, არამედ ისეთი მონაცემები, როგორიცაა მედიასა და სოციალურ ქსელებში პირის მოხსენიება.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება