ნიკოლა სარკოზის დაკავების მიზეზი ცნობილია

ნიკოლა სარკოზის დაკავების მიზეზი ცნობილია

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საქმეზე ჩვენების მიცემის მიზნით დააკავეს. ინფორმაციას "როიტერი" სასამართლოს წყაროზე დაყრნდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ნიკოლა სარკოზი ამ დილით პარიზის გარეუბანში ქალაქ ნანტერის პოლიციის განყოფილებაში მივიდა.

"სარკოზი დაბარებული იყო ნანტერში და ჩვენების მიცემის მიზნით დააკავეს", - ციტირებს სააგენტო წყაროს ინფორმაციას.

ამასთან, "ფრანს პრესის" ინფორმაციით, გამოძიებას ქვეყნის ყოფილი ლიდერის დაკავების უფლება მხოლოდ 24 საათის განმავლობაში აქვს. "ფრანს პრესის" ინფორმაციით, სარკოზი ჩვენებას აძლევს საქმეზე, რომლის ფარგლებშიც გამოძიება კორუფციის თაობაზე მიმდინარეობს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა