პეტრო პოროშენკომ დონბასში ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის გადაწყვეტილება გააუქმა

პეტრო პოროშენკომ დონბასში ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის გადაწყვეტილება გააუქმა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დონბასში ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ბოევიკების დანაშაულებრივი ქმედებების გამო კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების უნიკალური შანსი არ განხორციელდა. მისივე თქმით, სეპარატისტების პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ არ გამოხატა სურვილი და უუნარობა გამოიჩინა ტერორისტული დაჯგუფებების კონტროლირების თვალსაზრისით.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გაუქმება პასუხი იქნება ტერორისტებისთვის, ბოევიკებისა და მოროდიორებისთვის.

"ჩვენ შევუტევთ და გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გაუქმება ტერორისტებისთვის, ბოევიკების, მოროდიორებისა და ყველა მათთვის გაცემული პასუხი იქნება, ვინც იბრძვის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და ხალხს მშვიდობიანი ცხოვრება წაართვა", - ნათქვამია პეტრო პოროშენკოს განცხადებაში.

დონბასში ანტიტერორისტული ფაზა დღეს დილიდან კვლავ განახლდა.

20 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დონბასში ცეცხლის ცალმხრივად, ერთი კვირის ვადით შეწყვეტის განკარგულება გასცა, რომლის ვადა 27 ივნისს კიდევ სამი დღით გაახანგრძლივა.

მომზადებულია liga.net-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა