მარიამ როინიშვილის ყოფილმა მეუღლემ სხვა სიყვარული იპოვა

მარიამ როინიშვილის ყოფილმა მეუღლემ სხვა სიყვარული იპოვა

მსახიობი გიორგი მახარაძე გადაიღეს მარიამ ქაცარავას სადებიუტო სრულმეტრაჟიან ფილმში ''ზღვარი''. მისი პარტნიორი მისივე ჯგუფელი გოგონაა, ნათია კვაშალი. ეს არის სასიყვარულო ამბავი, რომელიც ტრაგიკულად სრულდება. ფილმი უკვე გამოვიდა კინოთეატრებში. გიორგის ფილმის შესახებ სასაუბროდ ვესტუმრეთ, თუმცა მარიამ როინიშვილსა და მის განქორწინებაზეც დავუსვით შეკითხვები. გიორგი ამ თემაზე დიდი ენთუზიაზმით არ საუბრობს, მაგრამ ის კი გაგვიმხილა, რომ შეყვარებულია...

- ეს ჩემთვის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, აქამდე მოკლემეტრაჟიან ფილმებში მიმიღია მონაწილეობა. თიკო ყაჯრიშვილის ფილმში მეორეხარისხოვანი როლი მაქვს, ალბათ, გეცოდინებათ ''პატარძლები'', მონაწილეობა მიმიღია ტელესერიალებშიც.

კინო, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა. ''ზღვარს'' ისეთ პირობებში ვიღებდით, რომ დაფინანსება საერთოდ არ გვქონია. ჩვენი სახსრებით გადავიღეთ, ზოგი კვებით დაგვეხმარა, ზოგი - კამერით და ა.შ. ფილმი ერთ თვეში გადავიღეთ თბილისსა და ბათუმში. მე და ნათია კვაშალი ჯგუფელები ვართ, მთლიანად ჯგუფიც ძალიან გაშინაურებული ვიყავით. გაგვიადვილდა ერთად მუშაობა, მიუხედავად პირობებისა.

- შედეგით რამდენად კმაყოფილი ხარ?

- საკუთარი თავის მიმართ ძალიან კრიტიკული ვარ, ხანდახან უთქვამთ, რომ ზედმეტადაც კი. პირველი იყო და ალბათ, დასაწყისისთვის არც ძალიან ცუდი.

- ქართულ კინოში სასიყვარულო ამბებს ხშირად არ იღებენ, ''ზღვარში'' ასევე არის ნარკომანიის თემაც.

- არის, მაგრამ თავადაც ნახეთ ალბათ, რომ ფილმში არაფერი არ არის დაკონკრეტებული და ამაზე აქცენტი არ გაგვიკეთებია. ვეცადეთ, განსხვავებული გამოგვსვლოდა.

- შენ და ნათია ჯგუფელები ყოფილხართ და კოცნის სცენაზე არ გეცინებოდათ?

- მსახიობი იმიტომ ხარ, რომ ყველა როლი მოირგო და განასახიერო. ჩვენ ფილმში ისეთი სცენები არც გვქონია, რომ უხერხულ სიტუაციაში ჩავვარდნილიყავით. კოცნის სცენაზე რამდენიმე დუბლი დაგვჭირდა, ნათია ყვიროდა, არ შემიძლიაო, გვეცინებოდა, რასაკვირველია, მაგრამ ამ სცენით არ დავთრგუნულვართ, არ დავძაბულვართ, იუმორში უფრო გადადიოდა.

- როგორ ფიქრობ, რადგან შეყვარებულებს თამაშობთ, ჭორები ხომ არ გაჩნდება?

- არა მგონია. არ ვიცი, უცხო რას იფიქრებს, მაგრამ ვინც მე და ნათიას გვიცნობს, არაფერს იფიქრებს, რადგან იციან, როგორ ვმეგობრობთ. საერთოდ არ მიფიქრია, რომ ამას ვინმე იტყოდა.

- ყველაზე რთული სცენა რომელი იყო?

- ჩემთვის ფინალური სცენა იყო ყველაზე რთული. როდესაც ტრაგიკულ ამბავს მეუბნებიან... არ გავამხელ, რაზეა საუბარი. იქ ჩანს მხოლოდ, ხელებს როგორ ვიფარებ და მონტაჟის შედეგად, ეს ჩაჯდა. ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, რადგან მგონია, რომ ეს ეპიზოდი პატარა გამოვიდა და ჩემი შეფასება ბოლომდე არ გამოჩნდა. სახეზე ხელი იმიტომ არ ამიფარებია, რომ სახე დამემალა და მიმიკა არ გამომეჩინა. მინდოდა, ეს კადრი უფრო ემოციური ყოფილიყო, მაგრამ მაყურებლის ემოცია მაინც გამოიწვია.

- ვისი აზრი გაინტერესებს ყველაზე მეტად ამ ფილმის შესახებ?

- ჩემი პედაგოგის, გიორგი შალუტაშვილის, ფილმი ნახა და მაინტერესებს, რას მეტყვის. რასაკვირველია, მის რჩევებს გავითვალისწინებ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება