''არჩევანი პრინტიან ზედებზე შეაჩერეთ...''

''არჩევანი პრინტიან ზედებზე შეაჩერეთ...''

დიზაინერმა მარი გეგეშიძემ სამხატვრო აკადემია ერთი წლის წინ დაამთავრა. სადიპლომო ნამუშევარი კონკურს Be Next-ზე წარადგინა, სადაც, როგორც თავად ამბობს, დიდი გამოცდილება შეიძინა. გარდა ამისა, შექმნილი აქვს მეორე კოლექცია, რომელიც მოდის კვირეულზე გაიტანა და პრიზიც დაიმსახურა - 70%-იანი ფასდაკლება მილანის აკადემიაში სწავლაზე.

62- ყოველთვის ძიების პროცესში ვარ, ახლაც კოლექციას ვგეგმავ. ინსპირაცია ნებისმიერი რაღაცისგან შეიძლება წამოვიდეს... პირველ კოლექციაში შთამაგონა არქიტექტორ გაუდის შენობებმა, მეორეში კი - 50-იანი წლების პინ-აპ გოგონებმა.

- რას გვეტყვი წლევანდელი გაზაფხული-ზაფხულის მოდის ტენდენციებზე?

- აქტუალური ხდება რეტროსტილი, 60-70-იანი წლების სამოსი, ''კლიოში'' ქვედაბოლო მუხლს ქვედა სიგრძით, მოკლე ტოპები და ა.შ. მოდა მრავალფეროვანი ტენდენციებით გამოირჩევა, მაგრამ მე გამოვყოფდი A სილუეტს, წელიდან გაშვებულ კაბებს მოკლე ტოპებით, რაც ხაზს უსვამს ქალურობასა და დახვეწილ სტილს.

- რომელი ფერებია აქტუალური ამ სეზონზე?

- ელექტრიკი ლურჯი, ღია ცისფერი, ღია იასამნისფერი და პასტელური ტონალობები.

- როგორი ფაქტურისგან შეკერილი სამოსის მორგებას გვირჩევ?

- მოდაშია: ტყავი, პლისე, პერფორაციები, გამჭვირვალე პრინტიანი ქსოვილები, აპლიკაციებით გაფორმებული ნაჭრები.

- გვითხარი, რა დეტალები უნდა გავითვალისწინოთ ზედის შერჩევისას?

- სასურველია, არჩევანი შეაჩეროთ პრინტიან ზედებზე, გამჭვირვალე ქსოვილებზე. ამასთან, წელი უნდა იყოს გამოკვეთილი, სასურველია, დაფიქსირდეს ვიწრო ტყავის ქამრით.

- რამდენად აქტუალურია მამაკაცური დეტალების შეტანა ქალის სამოსში და როგორ, რა გზით შეიძლება ამის მოხერხება?

- მამაკაცის დეტალების შეტანა ქალის სამოსში ყოველთვის აქტუალური იყო, წელს კი აქცენტი აღებულია კაცის პერანგებზე, მაგრამ ქალმა არ უნდა დაკარგოს სექსუალურობა, თუნდაც კაცის სამოსში, ამიტომაც ბევრი დიზაინერი პროპაგანდას უკეთებს ჩახსნილ ღილებს დეკოლტეს გამოსაჩენად.

- ფეხსაცმლის მხრივ რა დეტალებია საგულისხმო?

- აქტუალური რჩება ფეხსაცმელი მაღლებზე - წაწვეტებული ცხვირით. რაც შეეხება დაბლებს, მოდაშია სადა, მინიმალისტური სანდლები ერთიან ძირზე, ასევე ავანგარდული და ფუტურისტული მოდელები.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება