ნათია დუმბაძეს ქმარმა ოთხი მანქანა აჩუქა

ნათია დუმბაძეს ქმარმა ოთხი მანქანა აჩუქა

მომღერალმა ნათია დუმბაძემ ''ჯიდიეს''-ის მუსიკალურ პროექტში ''ერთი ერთში'' ახალთახალი ავტომობილი მოიგო. ქალაქში ამბობდნენ, ნათია იმდენად შეძლებულია, რომ ახალი მანქანის წამოსაყვანად უფრო მაგარი მანქანით მივიდაო. ჩვენი რესპონდენტი თავის ძველ მანქანასთან გადავიღეთ.

- მანქანის მართვა მამაჩემმა მასწავლა, 17 წლის ვიყავი. რომ გავთხოვდი, მეუღლემ ცოდნა გამიმყარა. ამ მხრივ ნიჭიერი აღმოვჩნდი. ამბობენ, რომ კარგი მძღოლი ვარ. დიდხანს მქონდა მართვის მოწმობის აღების პრობლემა. პირველ მანქანას, რომელიც მაჩუქეს, ორი წელი მართვის მოწმობის გარეშე ვმართავდი. მერე, როგორც იქნა, მოვიცალე და ვიმეცადინე. პირველ გამოცდაზე ჩავიჭერი. შემდეგ წელს ჩემს დაბადების დღეზე მივედი გამოცდაზე. დაბადების მოწმობა ამოვიღე და ვუთხარი, ახლა არ გამაგიჟოთ, დაბადების დღეზე არ ჩამჭრათ-მეთქი. ბედნიერი გამომიშვეს, ოღონდ დამსახურებულად, კარგად ვიყავი მომზადებული.

- ქალ მძღოლებს ხშირად აკრიტიკებენ, თავად თუ გაწუხებს სუსტი სქესი მანქანით მოძრაობის დროს?

- მაწუხებს, მაგრამ ვერ ვიტან, როცა ასეთ ნაკლებად მოხერხებულ მძღოლებს ქუჩაში ლანძღავენ, საყვირით ტვინს უჭამენ. შუქნიშანზე უკნიდან რომ ატეხენ ხოლმე სიგნალებს, ეს მაგიჟებს. არასდროს გამიკეთებია მსგავსი რამ, რაც უნდა ცუდი მძღოლი შემხვდეს წინ.

- ამბობენ, საჭესთან ჯდომა ბილწსიტყვაობას თავისთავად წარმოშობსო, მართალია?

- არა, მე არ ვარ უზრდელი. საერთოდ, ემოციური ადამიანი გახლავართ, მაგრამ საჭესთან, რატომღაც, ყოველთვის მშვიდი ვარ. ხომ არიან ადამიანები, რომლებიც ბრაზდებიან ცუდი მძღოლების ქმედებებზე, მაგალითად, ჩემი მეუღლე საშინლად იქცევა საჭესთან, შეუძლია, ისეთი სიტყვებით გალანძღოს წინ მიმავალი მძღოლი... მე არ შემიძლია, არც ვბრაზდები, თუნდაც მეჩქარებოდეს.

- პირველი მანქანა მაჩუქესო, ვინ დაგასაჩუქრა?

- მეუღლემ. ეს იყო ''ფოლკსვაგენი''.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება