გიგი გაჩეჩილაძე: ''სალომე ჭაჭუამ ჩვენგან ბევრი მოცეკვავე წაიყვანა, მაგრამ''...

გიგი გაჩეჩილაძე: ''სალომე ჭაჭუამ ჩვენგან ბევრი მოცეკვავე წაიყვანა, მაგრამ''...

გიგი გაჩეჩილაძე მართალია, თავად აღარ ცეკვავს, მაგრამ თავის სფეროში ფედერაციას ჩაუდგა სათავეში და საკმაოდ ბევრი სიახლეც დანერგა, რაზეც ინტერვიუში გვესაუბრა. მაგალითად, თუკი რომელიმე სტუდიას თავისი კონკურენტისგან სურს წყვილის გადაბირება, ამაში, არც მეტი, არც ნაკლები, რამდენიმე ათასი ლარის გადახდა მოუწევს.

გიგის პოპულარობის შესახებ სასაუბროდ ვეწვიეთ და რასაკვირველია, ჩვენი ინტერვიუ ''ცეკვავენ ვარსკვლავებით'' დაიწყო, სწორედ ამ პროექტიდან გავიგეთ გიგის შესახებ, როცა ის თიკო სადუნიშვილს უწევდა პარტნიორობას.

- პირველად როდის იგრძენი, რომ შენი სახელი ბევრმა იცის?

- სიმართლე გითხრა, შოუს მეორე დღიდან ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. შოუ ეთერში გავიდა და მეორე დღეს ცხოვრება სულ სხვანაირი გახდა, რაც ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა - როცა ახალი სახე ხარ, მანამდე ნაკლებად გიცნობდნენ და უცებ ყველას აინტერესებს, ვინ ხარ. მე უფრო გამიმართლა, რადგან მანქანით დავდივარ. წარმომიდგენია, სამარშრუტო ტაქსით რომ მევლო ის პერიოდი, რა მოხდებოდა. ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' პირველი სეზონი, ჩემი აზრით, მაინც ყველაზე დიდი ბუმი იყო. ყველა ჩვენკენ გამორბოდა. მახსოვს, როცა ფინალში მე და თიკო და სამორი და ლიკა დავრჩით, თაყვანისმცემლებს შემდეგნაირად ვიშორებდით (იცინის) - როცა ბავშვები დაგვეხვეოდნენ თავს და გვეჩქარებოდა, შეკრებილებს ვეუბნებოდით ხოლმე, უი, გაიხედეთ, სამორი მოდისო და ჩვენ გავრბოდით. სამორი არ მოდიოდა, მაგრამ ყურადღება ასე გადაგვქონდა. ზოგჯერ ეს ყველაფერი შემაწუხებელი ხდებოდა, მხოლოდ ფოტოების გადაღებას არ ითხოვდნენ, ცოტა ზედმეტიც მოსდიოდათ. თავი ჯონ ლენონი მეგონა. მოვიდოდნენ, ჩაგეხუტებოდნენ და ითხოვდნენ, შემეხეო. როცა ცუდი დღე გვქონდა, აუტსაიდერებში ვიდექით, ცოტა ძნელი იყო უცებ ხასიათზე მოსვლა, მაგრამ მაინც გვიწევდა ამის კეთება.

- პირველი სეზონის შემდეგ ჩამოყალიბდი, როგორც პოპულარული სახე.

- პირველი სეზონის შემდეგ მართლაც ყველაფერი დარეგულირდა და არ არის ისეთივე ბუმი. ალბათ, ეს იმანაც განაპირობა, რომ პროექტში, როგორც მოცეკვავე, აღარ ვმონაწილეობ; ძალიან ვცდილობ და ჯერჯერობით კარგად გამომდის, რომ შოუებში ნაკლებად ჩავერთო და ინტერვიუებიც არ მივცე. ყველაფერს ჩემს ყოფილ ურთიერთობას უკავშირებდნენ. ვთქვათ, თქვენ წერთ ახლა ინტერვიუს და გარეკანზე რომ გამოიტანოთ სათაური, რას აკეთებს გიგი გაჩეჩილაძე სალომესთან დაშორების შემდეგ. ერთადერთი შოუ, რომელშიც ახლახან მივიღე მონაწილეობა, მეგობრობის თემას ეხებოდა, სადაც ნოდიკო ტატიშვილსა და ოთო ფოლადაშვილთან ერთად მივედი. რაც შეეხება სხვა თემებს, ჩემი ცხოვრება გრძელდება და წარსულზე საუბარი უკვე მომაბეზრებელია.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება