ტრაგიკული ავტოგოლი მუნდიალზე, რომლის შემდეგ გულშემატკივრებმა ფეხბურთელი მოკლეს - სროლის დროს მკვლელი ყვიროდა - "გოლ!"

ტრაგიკული ავტოგოლი მუნდიალზე, რომლის შემდეგ გულშემატკივრებმა ფეხბურთელი მოკლეს - სროლის დროს მკვლელი ყვიროდა - "გოლ!"

20 წლის წინ, 1994 წლის 2 ივლისს ლოს ანჯელესში მყოფი მარია ესტერი გამთენიისას ტელეფონის ზარმა გააღვიძა. ასეთ დროს ზარი, როგორც წესი რაიმე განსაკუთრებულს და სასწრაფოს ნიშნავს ხოლმე, ეს კი ტრაგიკული ზარი გახლდათ.

ყურმილში გაისმა - მარია, რაღაც საშინელება მოხდა. ანდრესი... ანდრესი მოკლეს. ამ სიტყვებით მიმართა ვეტერანმა კოლუმბიელმა ნახევარმცველმა გაბრიელ "ბარაბას" გომესმა მარია ესტერ ესკობარს, ანდრეს ესკობარის დას დაურეკა და ამ კოშმარული ამბის შესახებ ამცნო.

წესით, 27 წლის ნიჭიერი მცველიც ლოს ანჯელესში უნდა ყოფილიყო ნათესავებთან ერთად, მაგრამ მან ნაკრების გამოვარდნის შემდეგ სამშობლოში დაბრუნება არჩია.

1994 წლის 1 ივლისს ესკობარმა მეგობრებს დაურეკა და ისინი ბარში წავიდნენ, შემდეგ სხვა ადგილას გადაინაცვლეს და საბოლოოდ, ღამის კლუბ "ელ ინდიოს" მიაშურეს. ისინი ღამის სამ საათზე დაიშალნენ, ესკობარი კლუბის სიახლოვეს ავტოსადგომზე საკუთარ მანქანაში იჯდა, როდესაც მასთან სამი მამაკაცი მივიდა და მასთან საქმის გარჩევა დაიწყო.

როგორც ცნობილია, ორმა მათგანმა იარაღი ამოიღო და იმასაც ამბობენ, სროლის დროს მკვლელი ყვიროდა - გოლ, გოლ, გოლ...

ამ ტრაგიკული და ბურუსით მოცული საქმის ყველაზე გავრცელებლი ვერსია სწორედ ისაა, რომ ახალგაზრდა ადამიანი მუნდიალის მასპინძელ აშშ-სთან შეხვერაში ავტოგოლისთვის "დასაჯეს", რადგან კოლუმბიელ ნარკობარონებს დიდი თანხები ჰქონდათ ნაკრების ჯგუფიდან გასვლაზე დადებული და წარუმატებლობა საბოლოოდ ესკობარს დააბრალეს.

ანდრესს ერთ თვეში თავის დიდი ხნის შეყვარებულზე უნდა ექორწინა.

ესკობარის მკვლელობაში საბოლოოდ უმბერტო კასტრო მუნიოსი ცნეს დამნაშავედ, დანარჩენი სამი ეჭვმიტანილი გაათავისუფლეს. კოლუმბიური კარტელის (ერთგვარი მაფიოზური, კრიმინალური დაჯგუფება) წევრი, პირად მცველად მომუშავე მუნიოსს 43 წლით პატიმრობა მიესაჯა, რაც შემდეგ 26 წლამდე შეუმცირდა.

თუმცა კარგი ქცევისა და სხვადასხვა პროგრამებში წარმატებით მონაწილეობის გამო, იგი 2005 წელს გაათავისუფლეს, დაახლოებით 11-წლიანი პატიმრობის შემდეგ, რასაც ცხადია არაერთგაროვანი გამოხმაურება და ბევრის უკმაყოფილება მოჰყვა.

ესკობარი დღემდე რჩება მშობლიური მედელინის "ატლეტიკო ნასიონალის" ფანების საყვარელ და საამაყო მოთამაშედ, იგი ახსოვთ ამ ფრაზით - ცხოვრება აქ ამით მთავრდება. იგი მართლაც სამუდამოდ იცოცხლებს კოლუმბიელი ფანებისთვის და ფეხბურთის მოყვარულებისთვის.

ესკობარის დაკრძალვას დაახლოებით 120 ათასი ადამიანი დაესწრო. ყოველწლიურად იმართება მისი ხსოვნის პატივსაცემი ღონისძიებები. ანდრესის მამამ, დარიომ, რომელიც ისედაც სპეციალური ფონდის დამაარსებელი გახლდათ და ბავშვებს ფეხბურთის თამაშით არიდებდა ქუჩასა და კრიმინალს, ვაჟის გარდაცვალების შემდეგ სპეციალური, უფრო მასშტაბური ფონდი დაარსა - "ანდრეს ესკობარის პროექტი" - პროექტის მიზანი, მზრუნველობამოკლებული ბავშვების ფეხბურთში ინტეგრაციაა.

2014 წლის მუნდილი კი სწორედ ავტოგოლით დაიწყო, კოლუმბიელთა მომავალი მეტოქის მასპინძელი ბრაზილიის მცველმა მარსელომ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ხორვატია დააწინაურა. "რეალის" მცველი ამ ამბავს იუმორით მოეკიდა და მატჩისშემდგომი ინტერვიუ ხორვატიის მაისურით ჩაწერა.

"ის ჩვენი უმცროსი ძმა იყო, ჩვენი სიხარული და სიამაყე. ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, რომ აჯობებს ხალხი ყოველდღიურად არ იხსენებდეს ანდრესს, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია, მაგრამ მან თავისი კვალი დატოვა, ამიტომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მით უმეტეს, მას მერე რაც მუნდიალი ავტოგოლით დაიწყო.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა