2 სანტიმეტიც და... - რას გადაურჩა ნეიმარი და როგორ ამხნევებენ ბრაზილიელს მსოფლიო დონის ვარსკლვავები

2 სანტიმეტიც და... - რას გადაურჩა ნეიმარი და როგორ ამხნევებენ ბრაზილიელს მსოფლიო დონის ვარსკლვავები

კოლუმბიის ნაკრების მცველი კამილო სუნიგა ბრაზილიასთან მთელი მატჩის განმავლობაში უხეშობდა, მაგრამ განსაკუთრებით ცუდად იგი ნეიმართან ორთაბრძოლისას მოიქცა, როდესაც 22 წლის ვარსკვლავს მუხლი მიაყოლა ზურგში და როგორც შემდეგ გაირკვა, საკმაოდ სერიოზულად დააშავა იგი.

საბედნიეროდ, ნევროლოგიურ პრობლემებთან საქმე არ გვაქვს და ნეიმარს ოპერაცია არ სჭირდება, მაგრამ მას 40-45 დღე უმოძრაოდ ყოფნა და სარეაბილიტაციო პერიოდის გავლა მოუწევს.

ამ ამბავს, რასაკვირველია, დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა და ამბობენ, რომ სუნიგა შესაძლოა დაისაჯოს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია არ არის და საქმეს სადისციპლინო კომიტეტი მიხედავს.

ნეიმარს კი "ტვიტერითა" თუ სხვა საშუალებებით ვინ აღარ ამხნევებს - უსაინ ბოლტი, ლებრონ ჯეიმსი, პელე, კაკა, ჟიზელ ბიუნდჰენი, ზეპ ბლატერი...

არგენტინის კაპიტანმა და ნეიმარის თანაკლუბელმა ლიონელ მესიმ კი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე თავისი და ნეიმარის სურათი დადო და მიაწერა: "ნეიმარ, იმედი მაქვს, მალე გამოჯანმრთელდები".

"ერთადერთი მიზეზი, რის გამოც კოლუმბიასთან მატჩის მერე მინდორი ნერვიულობით დავტოვე, ის იყო, რომ არ ვიცოდი, ნეი რა მდგომარეობაში იყო. ყველას დიდი იმედი გვაქვს, რომ იგი მალე მომჯობინდება" - ამბობს დავიდ ლუისი.

სანამ ლუიშ ფელიპე სკოლარი ფიქრობს, თუ როგორ ითამაშოს და რა ქნას მთავარი ვარსკვლავის გარეშე, პუბლიკას თავად ნეიმარმაც მიმართა:

იხილეთ სტატია სრულად

ასევე დაგაინტერესებთ | ფოტოები, რომელიც მაქსიმალურად გადმოსცემს ნეიმარის საშინელ ტკივილს

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა