"არსად გაქცევას არ აპირებდა" - ჩერგოლეიშვილი უგულავასთან მიმოწერას აქვეყნებს

"არსად გაქცევას არ აპირებდა" - ჩერგოლეიშვილი უგულავასთან მიმოწერას აქვეყნებს

ტელეწამყვანი თამარ ჩერგოლეიშვილი"ფეისბუქის" პირად გვერდზე თბილისის ყოფილ მერთან, გიგი უგულავასთან 2 ივლისის მიმიწერას აქვეყნებს, საიდანაც, როგორც ჩერგოლეიშვილი წერს, ირკვევა, რომ უგულავა ქვეყნიდან გაქცევას არ აპირებდა.

შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსის, გიორგი გრძელიშვილის განმარტებით, გიგი უგულავა წინასაარჩევნოდ გამოცხადებული მორატორიუმის დროს იმიტომ დააკავეს, რომ მათ ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციით, ენმ-ის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი მიმალვას აპირებდა.

"ათათურქის აეროპორტში, რეისის მოლოდინში ტელეფონში მესიჯების შლისას გადავაწყდი.

ჩემი კომუნიკაცია გიგი უგულავასთან 2 ივლისს, ამერიკის საელჩოს მიღების შემდეგ.

ლონდონში ვექაჩებოდი, ვეუბნებოდი კიშინიოვს რომ მორჩებოდა, ერთი დღით ჩამოსულიყო. ის იჩემებდა არაო - მიზეზი თავადაც შეგიძლიათ წაიკითხოთ ქვემოთ. უნდოდა გასულიყო და მალევე შემოსულიყო, რომ ცხადი გაეხადა - არსად გაქცევას არ აპირებდა.

ამერიკის საელჩოდან მე და გიგა საფრანგეთის ელჩთან მივედით - იქ მივიღე მეორე შეტყობინება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ფეხზე იკიდებდა ხელისუფლება და თავიდან იძახებდა დაკითხვაზე.

მერე რაც მოხდა - კი იცით", - წერს ჩერგოლეიშვილი.

იხილეთ ასევე: უგულავა ქვეყნიდან გაქცევას აპირებდა? - "გვაქვს ოპერატიული ინფორმაცია..."

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს