როგორ აღმოჩნდა ქეთა თოფურია საჭირო დროს საჭირო ადგილზე - კარიერული წინსვლა, რაზეც მომღერალი არ ფიქრობდა

როგორ აღმოჩნდა ქეთა თოფურია საჭირო დროს საჭირო ადგილზე - კარიერული წინსვლა, რაზეც მომღერალი არ ფიქრობდა

არსებობს გამოთქმა - "საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდაო" და ამის დასტურად, ადამიანების ცხოვრებაშიც ხშირად იქმნება ისეთი სიტუაციები, რომლებიც შემდგომ რადიკალურად ცვლიან და წყვეტენ მათ ბედსა თუ ცხოვრებას.

ეს ალბათ იღბალიც არის, როცა არაფერზე ფიქრობ, ვერც კი წარმოიდგენ და მოულოდნელად ისეთ ადგილზე აღმოჩნდები, ისე შეგეწყობა ხელი ადამიანებისა თუ გარემოებების წყლობით, რომ თავადვე გაოცებული რჩები...

პროდიუსერ ნატო დუმბაძეს მიაჩნია, რომ მომღერალი ქეთა თოფურია, რომელიც დღეს ჯგუფის "ა სტუდიო" სოლისტია, საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდა, რამაც განაპირობა კიდეც მისი შემდგომი კარიერული წინსვლა (ნატოს ხომ ლომის წილი მიუძღვის ქეთას კარიერის განვითარებაში):

- ეს ალბათ, იღბალიც არის, რადგანაც მაგ დროს სხვა მომღერლების პროდიუსერიც ვიყავი, მაგრამ როცა აუცილებელი გახდა "ა სტუდიოსთვის" სოლისტი, ჯგუფის წევრებს სწორედ ქეთას კანდიდატურა შევთავაზე.

- როგორ მოხდა ეგ ყველაფერი, იქნებ ის პერიოდი გავიხსენო?

- ქეთა ბოლო პერიოდში აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო ქართული რეალობიდან (ეს არის 2003-2004 წლები), სულ სხვანაირ სიმღერებს მღეროდა, კლიპებიც განსხვავებული ჰქონდა. ცუდის თქმა კი არ მინდა, ქართველ შემსრულებლებზე, მაგრამ როგორც პროდიუსერმა, წარმოვიდგინე, რომ მაინცდამაინც კარგად ის ჩაჯდებოდა მაგ ჯგუფში. ყოველ შემთხვევაში, ჩემი ხედვით ასე იყო.

მოკლედ, ჯგუფი "ა სტუდიო" რომ დაიშალა, მისმა წევრებმა გამომიგზავნეს მასალა და მითხრეს, რომ საქართველოს მუსიკალურ არხებზე იქნებ ჩვენი კლიპები დაატრიალონ და თქვენ ქვეყანაშიც გაიგონ, რომ ქალი სოლისტი აღარ გვყავს და ახლა უკვე ჯგუფი მხოლოდ მამაკაცებისგან შედგებაო. მასალა რომ ვნახე, მაშინვე მათ დირექტორს ვუთხარი, რომ სოლისტის გარეშე "ა სტუდიო" ვერ იარსებებს და მის ძებნას თუ დაიწყებთ, კარგი იქნება-მეთქი. კი ჩვენც ასე ვფქირობთ, ქასთინგი გამოცხადებული გვაქვს და მომღერალს უკვე ვეძებთ, მაგრამ სავარაუდოდ, ის ჩვენი გათვლით, ბიჭი უნდა იყოსო. ასეთ აზრზე იყვნენ...

- რატომ ფიქრობდნენ ასე?

- ამბობდნენ, რომ ქალის გათხოვების თავი აღარ გვაქვსო... მერე მკითხეს, სოლისტთან დაკავშირებით რატომ გვკითხეო? ვუპასუხე, რომ ჩვენს ერთ-ერთ მომღერალზე მაქვს ეჭვი (ქეთას ვგულისხმობდი), სოლისტად გამოგადგებათ-მეთქი. გამოგვიგზავნე მისი ნამღერი და მოვისმენთო... ნამღერს რომ მოუსმინეს, მითხრეს, ხმის რეჟისორს მშვენივრად უმუშავია, ხმა ალბათ რეალურად ასეთი არ აქვს, მიგვაჩნია, რომ ეს ნამუშევარი სტუდიაშია კარგად გასწორებულიო. მაშინ გავბრაზდი და ვუთხარი, გაჩვენებთ და მოგასმენინებთ როგორია ქეთა-მეთქი. ჯგუფის წევრებმა მას სტუდიაში რომ მოუსმინეს, ძალიან მოეწონათ და უკვე უსწრაფესად მოხდა ქეთას "ა სტუდიოში" აიყვანა...

- სად მოუსმინეს?

- ეს მოსმენა თბილისში, გიგა კუხიანიძის სტუდიაში მოხდა. 2005 წელს კი ქეთა უკვე საქართველოდან წავიდა. მოკლედ, საჭირო დროს საჭირო ადამიანის შეთავაზება მოხდა იმათთვის, ვინც მას ეძებდა და ჯგუფისთვის ეს საჭირო გოგონა ქეთა თოფურია აღმოჩნდა...

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება