რუსმა მღვდელმა ალექსანდრ შუმსკიმ გააკრიტიკა ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი და მთლიანად თანამედროვე ფეხბურთი.
"მსოფლიოს ჩემპიონატი ბრაზილიაში ზუსტად ასახავს კაცობრიობის საშინელ მორალურ-ეთიკურ მდგომარეობას. შეხედეთ ტრიბუნებს, შეღებილ და გაშიშვლებულ მაყურებელს; ჯადოქრებს, რომლებიც ცდილობენ, დაეხმარონ საკუთარ მოთამაშეებს", - დაწერა მღვდელმა ვებგვერდზე ("რუსული სახალხო ხაზი") საკუთარ ბლოგზე.
მანვე საკუთარი აზრი გაგვანდო ფეხბურთელთა ბუცების ფერებზე: "ასევე ყურადღებას იპყრობს ფეხბურთელების ეკიპირება. ისინი თამაშობენ ვარდისფერ, ცისფერ, ყვითელ და მწვანე ბუცებში.
ეს ის ფერებია, რომელიც ქმნის ე. წ. პედერასტულ ცისარტყელას. ვერ ნახავთ მოთამაშეს შავ ბუცებში, როგორითაც უნდა თამაშობდეს ნამდვილი მამაკაცი.
ბევრია შეღებილი ფეხბურთელი, დაუჯერებელი ვარცხნილობებით. წარმოიდგინეთ გიგანტი ზანგი შეღებილი თმით და ვარდისფერი ბუცებით.
საშინელი სანახაობაა! მამაკაცისთვის ვარდისფერი და ცისფერი ბუცების ჩაცმა იგივეა, რაც ქალის ტრუსების ან ბიუსტჰალტერის ჩაცმა. ხოლო ურუგვაელი სუარესი ისე გახელდა, რომ მეტოქის ფეხბურთელს კბენა დაუწყო.