რა ათქმევინეს ქართველმა ფანებმა პორნოვარსკვლავ საშა გრეის "ყველაზე მძაფრი გერმანული პორნოს" ნახვის შემდეგ - ქართველები დამარცხებულ ბრაზილიელებს სასტიკად დასცინიან (+5 ფოტო)

რა ათქმევინეს ქართველმა ფანებმა პორნოვარსკვლავ საშა გრეის "ყველაზე მძაფრი გერმანული პორნოს" ნახვის შემდეგ - ქართველები დამარცხებულ ბრაზილიელებს სასტიკად დასცინიან (+5 ფოტო)

ბრაზილიაში მიმდინარე 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გერმანიის ნაკრებმა მასპინძელი ბრაზილიელები 7:1 დაამარცხა.

Ambebi.ge-ს მკითხველმა უკვე იხილა ინტერნეტში გავრცელებული ყველაზე დრამატული ფოტოკადრები, რომელშიც ბრაზილიელი გულშემატკივრების განცდები ჩანს (იხ. ფოტოგალერეა).

ბრაზილიელების ასეთი შედეგით წაგება არანაკლები შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ქართველი გულშემატკივრებისთვის. ამჯერად სწორედ მათ გამოხმაურებებს შემოგთავაზებთ, რომელშიც უხვად არის იუმორი და ცინიზმი დამარცხებული გუნდის მიმართ.

"ყველაფერი გარკვეულია გარდა ერთი საკითხისა, მიცემს თუ არა გერმანიის ნაკრები ბავშვს გვარს";

"ეს იყო ყველაზე მძაფრი გერმანული პორნო, რაც კი გვინახავს!";

ყველაზე დიდი მხიარულება კი ქსელში იმ სახალისო ფრაზას მოჰყვა, რომელიც ენაკვიმატმა გულშემატკივარმა მსოფლიოში სახელგანთქმული პორნოვარსკვლავის, საშა გრეის "პირით წარმოთქვა": - "ასეთი რამე ჩემთვისაც არ უკადრებიათ" - საშა გრეი.

ცნობილი ადამიანების სახელით აკეთებენ კომენტარებს მკითხველი Ambebi.ge-ზეც, ერთ-ერთი მათგანი წერს: "ესე ახლოს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან ჯერ არ ვყოფილვართ! - თემურ ქეცბაია"

ჩვენი მკითხველებიდან არიან ისეთებიც, რომლებიც ბრაზილიელ ფანებს შემდეგი სიტყვებით ამხნევებენ: "ბრაზილიელებო, ჩვენო დანო და ძმანო, ეგ არაფერი, თავიდან ჩვენც ვბღაოდით დინამო რომ აგებდა, მაგრამ ახლა 2-0 ს თუ ვაგებთ, ფოიერვერკებს ვისვრით სიხარულისგან. არაუშავს, პირველი ჭირს, მიეჩვევით :)"

დაიწერა ანეკდოტებიც, მაგალითად: გურულ გულშემატკივარს უთქვამს იმფერს ვნერვიულობდი, კუჭი ამეშალა და რამდენიც ფეხსალაგში გევედი და მოვბრუნი, იმდენი გოლი დამახვედრეს გატანილი და ბოლოს ფეხს არ ვიცვლიი მარააა, ქი ჩევისვარე ბრაზილიასთან ერთადო...

ცნობილი ქართველი ადამიანებიდან პროდიუსერის, ნოე სულაბერიძის ფრაზამ გამოიწვია მოწონება, "ამ თამაშის ჩანაწერი გერმანულ სექს-შოპებში უნდა გაიყიდოს", - წერს ნოე.

გერმანია-ბრაზილიის თამაშის თემაზე კეთდება არაერთი ფოტოშარჟიც:

ყველაზე მეტად გაბრაზებული ქართველი ფანისთვის კი ბრაზილიის ნაკრები ედუარდ შევარდნაძესთან ერთად დასამარდა...

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს