ნინო ჭინჭარაული პოეტებს თვალებით ცნობს

ნინო ჭინჭარაული პოეტებს თვალებით ცნობს

სახელი, გვარი: ნინო ჭინჭარაული

დაბადების თარიღი: 1988 წლის 13 აპრილი.

პროფესია: მწერალი, პოეტი, ჟურნალისტი

დავიბადე... თბილისში და სკოლაც აქვე დავამთავრე, თუმცა ჩემმა ბავშვობამ უმეტესად თიანეთში გაიარა და ჩემი ყველაზე ბედნიერი მოგონებებიც სოფელს უკავშირდება. უფრო - ბებიაჩემს, რომელიც წელიწადიც არაა, გარდაიცვალა და ძალიან მაკლია. არასოდეს შევხვედრივარ მასზე უცნაურ, პოეტურ და წიგნის მოყვარულ ადამიანს. კითხვა მან შემაყვარა. წლების განმავლობაში თიანეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მუშაობდა და ზაფხულში, როცა მთელი სამი თვით მტოვებდნენ სოფელში, სამსახურში თან დავყავდი. ფაქტობრივად, ბავშვობა იმ ბიბლიოთეკის კედლებში გავატარე. მიყვარდა იქაური გარემო, ძველი წიგნების სუნი... ხშირად მესიზმრება...

ვიყავი...

სულით ბოშა.

ვარ...

ისევ სულით ბოშა. დამოუკიდებლობა და თავისუფლება მიყვარს. სულ ვიცვლი გარემოს, ინტერესთა სფეროს, შინაგანადაც მუდმივად ვიცვლები. სად აღარ ''ვიბოდიალე''... სამი ინსტიტუტი, სამი სხვადასხვა ფაკულტეტი გამოვიცვალე (არც ერთი არ დამიმთავრებია), 18 წლიდან 26 წლამდე რა სფეროში აღარ მიმუშავია, თუმცა საკუთარ თავს იმდენად ვერსად ვპოულობ, რომ დროა გავჩერდე და ძებნა შევწყვიტო.

მომწონს...

კარვებით მოგზაურობა, ჩემოდნებზე ცხოვრება და ადამიანები, რომლებსაც არ რცხვენიათ იყვნენ ისეთები, როგორებიც რეალურად არიან.

არ მომწონს...

არაფერი ხელოვნური და მანერული.

ის, რასაც არასოდეს გავაკეთებ...

ალბათ, არ ვიტყვი იმას, რასაც არ ვგრძნობ.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება