ევა მენდესი და რაიან გოსლინგი შვილს ელოდებიან

ევა მენდესი და რაიან გოსლინგი შვილს ელოდებიან

ვარსკვლავური წყვილი, ევა მენდესი და რაიან გოსლინგი შვილს ელოდებიან. როგორც ჟურნალი OK წერს, 40 წლის ევა 7 თვის ფეხმძიმეა.

გავლენიანი გამოცემები People, Us Weekly და Access Hollywood წერენ, რომ სანდო წყაროებმა ეს ინფორმაცია უკვე დაადასტურეს. თუმცა, წყვილის ოფიციალურ წარმომადგენელს ამ თემაზე განცხადება არ გაუკეთებია.

"რაიანი მამის გარეშე გაიზარდა და ყოველთვის ამბობს, რომ როდესაც შვილი ეყოლება, ნებისმიერი გარემოების მიუხედავად, მის გვერდით იქნება. რაიანი ჯერჯერობით დაქორწინებას არ ჩქარობს, თუმცა ევა ფიქრობს, რომ ეს წყვილის სრულფასოვანი ურთიერთობისთვის საჭიროა", - ამბობს წყვილთან დაახლოებული პირი ჟურნალისტებთან საუბარში.

შეგახსენებთ, წყვილმა რომანი 2011 წელს დაიწყო, თუმცა ხშირად შორდებოდნენ, შემდეგ რიგდებოდნენ; როგორც ჩანს, ბოლოს და ბოლოს მათ შორის ჰარმონიამ დაისადგურა.

მომზადებულია OK-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება