რისთვის დაიჭირეს ''ცეკვებში'' გამარჯვებული მარიამ კუბლაშვილის ძმა

რისთვის დაიჭირეს ''ცეკვებში'' გამარჯვებული მარიამ კუბლაშვილის ძმა

''ცეკვავენ ვარსკვლავების'' გამარჯვებულის, მარიამ კუბლაშვილის, მიმართ ინტერესი საზოგადოებაში მას მერე გაჩნდა, რაც ის ამ პროექტში ვარსკვლავის სტატუსით გამოჩნდა და რაც მან პირად ცხოვრებაზე ღიად, გულწრფელად ისაუბრა. მარი ერთ-ერთ ინტერვიუში ჰყვებოდა, რომ დედამ ის სწორედ მაშინ მიატოვა, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა გვერდში დგომა, რომ ძმა და დედა მისი ამ პროექტში ჩართვის წინააღმდეგნი იყვნენ. ამის გამო მარის ოჯახიდან წასვლაც კი მოუხდა.

ჩვენ ქალბატონ მზია მაჩალიკაშვილს დავუკავშირდით და დიდი ძალისხმევის შემდეგ ინტერვიუზე დავითანხმეთ.

- მამა ქისტი მყავს, ბებია - ჩეჩენი. ამის მიუხედავად, პანკისში ფაქტობრივად არ მიცხოვრია. მეტი წილი ჩემი ცხოვრებისა ახმეტის რაიონში გავატარე. ქისტური კარგადაც არ ვიცი, მაგრამ მეამაყება, რომ ქისტი ვარ. მეკითხებიან თუ არა, ყველგან ვამბობ, რომ ქისტი ვარ. დედაჩემი იმერელი გახლდათ. მამაჩემი 30 წელი რძის ქარხნის დირექტორი იყო. დიდ პატივს სცემდნენ ქართველებიც და ქისტებიც. განათლებული, ნიჭიერი კაცი გახლდათ. მარიში მისი და ჩემი დედამთილის ნიჭს ვხედავ. შაშიაშვილების გვარი ძალიან ცნობილია ახმეტაში. დედამთილი შაშიაშვილი იყო.

- ქისტებს საკმაოდ მკაცრი ტრადიციები აქვთ...

- ასეა. ამ მკაცრ ტრადიციებში დიდი სიბრძნეა. მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი მკაცრად იცავდა ამ ტრადიციებს, თანამედროვეობასაც არ ჩამორჩებოდა. მამაჩემი რომ ცოცხალი ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, მარის პროექტში ჩართვას გაგებით მოეკიდებოდა, ჩემი ბიჭისგან განსხვავებით. მარი ძალიან რისკიანი გოგოა, აჯობა ძმას. ვერც გავამტყუნე. მეც ძალიან მიყვარს ცეკვა, გული მწყდება, რომ ვერ ვიარე ცეკვაზე...

მოკლედ, მამაჩემი გაუგებდა მარის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მკაცრი იყო. მის ყოველ შემოსვლაზე შვილები ფეხზე ვდგებოდით. ტრადიციაა ასეთი, დღეში ათჯერ რომ შემოსულიყო მამა ოთახში, ათჯერვე ფეხზე ვდგებოდი და სანამ ნებართვას არ მომცემდა, სკამზე არ ვჯდებოდი. ჩვენთან უფროსების სუფრასთან არც ბავშვი ჯდება და არც ქალი, თუმცა გამონაკლისებიც არის, გარკვეული დამსახურების მიხედვით შეიძლება დაჯდეს ქალი სუფრასთან.

- დღემდე ასეა?

- რა თქმა უნდა. გვარის საქმეებს გვარის თავები წყვეტენ. რომ იტყვიან, მზია დავსვათო, ვჯდები სუფრასთან... მამაჩემს თქვენობით ველაპარაკებოდი. თვალებში არ შემომხედოო, მეტყოდა და ეს კანონი იყო ჩემთვის.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება