’ბიზნესკომპანიები არა ლეღვი! გასაგებია ეს ვისი ზეწოლითაც კეთდება" - "ფეისბუქში" მარკირებით მიღებულ ფასდაკლებაზე ქილიკობენ

’ბიზნესკომპანიები არა ლეღვი! გასაგებია ეს ვისი ზეწოლითაც კეთდება" - "ფეისბუქში" მარკირებით მიღებულ ფასდაკლებაზე ქილიკობენ

12 ივლისს, არჩევნების მეორე ტურის დღეს, მარკირების წარმოდგენის შემთხვევაში, ბიზნესკომპანიები მომხმარებლებს ფასდაკლებას სთავაზობენ.

შესაბამისი სარეკლამო რგოლები სატელევიზიო სივრცეში უკვე ტრიალებს. მასში ნათქვამია, რომ "ბიზნესკომპანიები ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო" და ამომრჩევლებს მოუწოდებენ, გამოცხადნენ მეორე ტურზე, გაიარონ მარკირება, დღის ბოლომდე წარადგინონ მარკირება სასურველ სავაჭრო ქსელებში და სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლონ.

ამ ამბავს სოციალურ ქსელში ეხმაურებიან"

ნიკა ქავთარაძე, იუმორისტი, ტელეწამყვანი:

"სააქციო საზოგადოება "თბილისის მეძავი" გთავაზობთ სპეციალურ შემოთავაზებას!

მხოლოდ ერთი დღით! მხოლოდ 12 ივლისს! მხოლოდ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურისას! ყველას, ვინც მოახერხებს საარჩევნო უბნებზე მარკირების სითხე დაასხმევინოს წუჭუკებზე, შეეძლება მობრძანდეს ჩვენთან და პროფესიული თვალით გადამოწმების შემდეგ, მიიღებს მინეტს 69%-იანი ფასდაკლებით".

დიმიტრი შაშკინი, განათლებისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი:

"არჩევნებზე წასვლის მოწოდება კარგია. არჩევნებზე წასვლისთვის ფინანსური წახალისება ან კატლეტზე ფასდაკლების შეთავაზება პირდაპირ არ ეწინააღმდეგება კანონს, მაგრამ ეწინააღმდეგება დემოკრატიის ფუნდამენტურ ფასეულობას, რომლის მიხედვითაც ხალხი არჩევნებზე მიდის, რათა შეასრულოს თავისი სამოქალაქო ვალი და აირჩიოს სასურველი ხელისუფლება და არა იმისთვის, რომ მიიღოს კატლეტი ფასდაკლებით. ეს არის რუსული ტექნოლოგია 90-იანებიდან, როდესაც რუსეთში არჩევნების დროს, მაგალითად, ჩელიაბინსკში საარჩევნო უბნებზე ჟიგულის გათამაშება ხდებოდა".

ჩიორა თაქთაქიშვილი, დეპუტატი:

"კარგია, რომ ეს ინფორმაცია არ დაიმალა და ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ხელისუფლების დაკვეთების შესრულებითაა დაკავებული.

არსად არ გაგონილა, რომ მეორე ტურში ამომრჩევლის გამოყვანა საარჩევნო ადმინისტრაციის საზრუნავი იყოს. ეს მხოლოდ კონკრეტული პარტიების და მეორე ტურში გასული კანდიდატების ინტერესშია. მას შემდეგ, რაც ხელისუფლება დარწმუნდა, რომ ცუდად აქვს საქმე, ხოლო ქართული ოცნების საარჩევნო დაპირებებზე ძირითადად ხალხი სადარბაზოებში ყრის და ზედ ფეხებს იწმენდს, ცესკოს მეშვეობით გადაწყვიტეს საკენკი დაუყარონ ამომრჩეველს არჩევნებზე მისატყუებლად".

გოგა ხაჩიძე, დეპუტატი:

"არჩევნებში მონაწილეობის სანაცვლოდ, ბიზნესკომპანიები მოქალაქეებს ფასდაკლებას სთავაზობენ"

ბიზნესკომპანიები სთავაზობენ არა ლეღვი! გასაგებია ეს რაც არის და ვისი ზეწოლითაც კეთდება, მაგრამ სხვა რამე მაინტერესებს.

მე როცა დამჭირდა მარკირების სითხე (ექსპერიმენტისთვის) ადვილად ვიშოვე.

ანუ სითხეს თუ იშოვი, დაასხი მთელ სამეზობლოს, სანათესაოს და ისარგებლე შეღავათით.

იხილეთ ასევე: ცესკო მარკირების წარმოდგენის შემთხვევაში, მოქალაქეებისათვის ფასდაკლების შეთავაზებას მიესალმება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს