''უფროსი მამაკაცები და ცოლიანები ნუღარ მომწერთ" - ნინი გოგიჩაიშვილი

''უფროსი მამაკაცები და ცოლიანები ნუღარ მომწერთ" -  ნინი გოგიჩაიშვილი

ნინი გოგიჩაიშვილის ოჯახში ყველა პოპულარულია. დედა - ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე, მამა - მსახიობი გიორგი გოგიჩაიშვილი, ბებია-ბაბუაც მსახიობები არიან, უფროს დას კი ყველა იცნობს - ნანუკა წარმატებული მოდელი და ტელეწამყვანია.

ჩვენი რესპონდენტი 20 წლისაა. პროფესიად საერთაშორისო ურთიერთობები აირჩია და ახლა მესამე კურსზე გადავიდა. რამდენიმე თვის წინ ''ჯიდიესზე''პროექტ ''ბინა 18"-ში გამოჩნდა, მაგრამ განსხვავებულ ამპლუაში.

- ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი. ჩემი დისგან მხოლოდ იმით განვსხვავდებოდი, რომ ნანუკა ძალიან ემოციურია, მე კი ვცდილობ, ემოციები ნაკლებად გამოვხატო. ეს შეიძლება, ჩემი მინუსიც იყოს. ძალიან მიყვარს სპორტი, ფეხბურთი, რაგბი, რალი. თავადაც ვვარჯიშობ. ნანუკა კიკბოქსინგზე დადის, მე ჯერ შეიპინგზე ვიარე და ახლა ფიტნესი ავირჩიე. ჩემთვის მთავარია ფსიქოლოგიური სიმშვიდე. ჯანმრთელი ცხოვრების წესით ვცხოვრობ. ცურვაც ძალიან მიყვარს, დედა პროფესიონალი მოცურავეა.

- ბოლო დროს მოდაში შემოვიდა ქალბატონები ნავარჯიშევი სხეულით, ე.წ. კუბიკებით...

- ამაზე მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს და არ მომწონს. არადა, მწვრთნელები ამას ძალიან აფასებენ და გაუკვირდათ, როდესაც ამ ტიპის ვარჯიშზე უარი ვთქვი. ბავშვობაში ტანვარჯიშზე დავდიოდი და დიდ მომავალსაც მიწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ჩემი თაობის პრობლემებმა არ შემიწყო ხელი, რომ გამეგრძელებინა.

- ნინი, სამოდელო საქმიანობასაც ეწევი.

- დიახ, ნინო ცქიტიშვილის სამოდელო სტუდიაში ვარ. ნანუკა 15 წლიდან წარმატებული მოდელია. მასთან ერთად რომ მხედავდნენ, ხშირად მქონდა შემოთავაზება, მაგრამ ისე აეწყო, რომ ამისთვის ვერ მოვიცალე. გერმანულ სკოლაში ვსწავლობდი და მუდმივად ბევრი გამოცდა მქონდა. ბოლოს ნინოსგან მივიღე შემოთავაზება და ძალიან მადლობელი ვარ მისი. მქონდა შანსი, რომ უცხოეთში წავსულიყავი, მაგრამ სწავლისა და სამსახურის გამო უარი ვთქვი. მინდა, მომავალ წელს სამი თვით მაინც წავიდე.

- ყველას გვახსოვხარ, როდესაც ტელევიზიით შენს პოპულარულ ოჯახს აჩვენებდნენ, შენ არასოდეს აქტიურობდი და უცებ საზოგადოების წინაშე განსხვავებული ფორმებით, იმიჯით წარდექი.

- დიახ, პატარა გოგო ვიყავი (იცინის). უცბად გავიზარდე სიმაღლეში. სახლშიც გაოცებულები არიან, ბებიაც ამბობს, ვაიმე, ეს ბავშვი ყოველდღე იზრდებაო. ჩემს მოულოდნელ ცვლილებას ვარჯიშით, სწო-რი ცხოვრების წესით მეც შევუწყვე ხელი, რადგან ჩემს ოჯახში იდეალისტები არიან. მე და ნანუკას არასოდეს გვაქებენ და გვეუბნებიან, რომ უკეთესიც შეიძლებოდა.

- მკაცრი მშობლები გყავს?

- არა, და ეს ძალიან დიდი მიღწევაა, რომ მე და ნანუკას ყოველთვის გვენდობიან. იციან, ვისთან ერთად ვარ და პრობლემებს არ შევუქმნი. ერთადერთი, ისეთ დეტალებზე ბრაზდებიან, მაგალითად, რუჯი თუ ზედმეტი მომივა ან წონაში მოვიმატებ. 16 წლის ასაკში გერმანიაში წავედი სასწავლებლად და იქ გავსუქდი. მაინც ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა და ბედნიერი ვიყავი. როდესაც ჩამოვედი, მამამ აღარ გადამკოცნა. რა არის, კი არ ჩამოხვედი, ჩამოგორდიო. მარტივად ჩავდექი ფორმაში, სიტყვა დიეტა არ შემიძლია. ფსიქოლოგიურად ვინგრევი ამ დროს.

იხილეთ გაგრძელება

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება