რატომ თქვა უარი მსახიობობაზე ვანო ხუციშვილმა

რატომ თქვა უარი მსახიობობაზე ვანო ხუციშვილმა

ვანო ხუციშვილმა თავისი კარიერა როგორც მსახიობმა, ისე დაიწყო, შემდეგ რეჟისურაში გადაინაცვლა. დღეს ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში მუშაობს, თავისუფალი თეატრის დამდგმელი რეჟისორია და იმავდროულად თეატრალურ უნივერსიტეტში ასწავლის...

ბოლო წლებში საკმაოდ წარმატებული გამოდგა მისი სპექტაკლები: ''თოჯინების სახლი'', ''საძაღლე'', ''ფსიქოტროპი'', ''ჩემი საუკეთესო მეგობარი'', ''მაკბეტი''. ამ უკანასკნელი ნამუშევრით ვანო წელს ''დურუჯის'' ნომინანტებს შორის მოხვდა. ''მაკბეტი'' სამ ნომინაციაზე წარადგინეს, როგორც წლის საუკეთესო დადგმა, საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი და ჟიურიმ მოიწონა სცენოგრაფიაც. პირველ ორ ნომინაციაში გამარჯვებული სხვა გახდა, თუმცა აქედან სპექტაკლ ''მაკბეტის'' მხატვარი თეო კუხიანიძე საუკეთესო სცენოგრაფად დასახელდა და შესაბამისად, თეატრალური პრემიის მფლობელიც გახდა. რეჟისორმა და მხატვარმა ოთხ სპექტაკლზე იმუშავეს ერთად და ალბათ, ეს ტანდემი სამომავლოდაც არ დაირღვევა.

ვანო ხუციშვილი ერთი პერიოდი აქტიურად ხატავდა, არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩაბარებას გეგმავდა, მაგრამ IX კლასში გადაწყვეტილება შეცვალა, როცა ბავშვთა ფოლკლორის სასახლის ერთ-ერთ სტუდიაში სცენაზე ლექსის წაკითხვა სთხოვეს...

- ბავშვთა ფოლკლორის სასახლეში ბატონ გიორგი სიხარულიძესა და კოტე ლეკიშვილს, რომელიც დღეს მამა კონსტანტინე ლეკიშვილია, მაშინ კი თუმანიშვილის თეატრის მსახიობი გახლდათ, სტუდია ჰქონდათ ჩამოყალიბებული. პედაგოგმა მთხოვა, რაღაც კონკურსზე ლექსი წამეკითხა. თხოვნა შევუსრულე, მაგრამ არ მახსოვს ჩემი მდგომარეობა იმწამს, რას ვამბობდი და როგორ, არ ვიცი. ბავშვობაში არ მიყვარდა გაკვეთილების მოყოლა, პედაგოგთან მარტო ვრჩებოდი და ისე ვსაუბრობდით. როგორც ჩანს, საჯარო გამოსვლის კომპლექსი მქონდა, მაგრამ სტუდიაში წაკითხული ლექსის შემდეგ კონკურსზე პირველი ადგილი მომცეს. მაშინ მითხრა ბატონმა გიორგიმ, რომ თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინა. ამ ადამიანების გამო შემიყვარდა ეს სფერო.

პირველ წელს ჩავიჭერი, იმავე წელს კულტურის ინსტიტუტში სამსახიობოზე მიღება იყო და ბედი ვცადე. გამიმართლა და მოვხვდი. ჯგუფის ხელმძღვანელები სანდრო მრევლიშვილი და ზინა კვერენ-ჩხილაძე იყვნენ. 4 წელი ვისწავლე, შემდეგ ბატონ სანდროსთან ერთად მეტეხის თეატრში ვიყავი, მოგვიანებით - თეატრ ''გლობუსში''.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება