მარიტა ჯანაშია მიხეილ სააკაშვილის ფოტოთი დაინტერესდა

მარიტა ჯანაშია მიხეილ სააკაშვილის ფოტოთი დაინტერესდა

პროფესია და საქმიანობა:

ამჟამად ვეუფლები მსახიობის პროფესიას, მესამე კურსზე ვარ, ძალიან მომწონს ეს სფერო. თუმცა, მოგეხსენებათ, მოდელიც ვარ, მიყვარს ეს საქმე და არ მინდა, ჰობი დავარქვა, არ მომწონს, როცა ასე მოიხსენიებენ, ეს უფრო ჩემი დროებითი საქმიანობაა.

საოცნებო როლი, თუნდაც უკვე გადაღებულ ფილმებში:

სიმართლე გითხრა, საოცნებო როლი არ მაქვს, მინდა, სხვადასხვა ჟანრის, ხასიათის, თვისებების პერსონაჟები განვასახიერო. ცოტა ხნის წინ ვუყურე ''ანა კარენინას'' კირა ნაიტლის შესრულებით, ჰოდა, ალბათ, ამ როლს შევასრულებდი.

საყვარელი ფილმი, პერსონაჟი და მსახიობი:

ჩემდა სამარცხვინოდ, საყვარელი ფილმი არის ''ჰარი პოტერის'' ყველა ნაწილი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამას წინათ გამოკითხვა იყო საყვარელი ფილმების შესახებ, მე გულწრფელად ''ჰარი პოტერი'' დავასახელე, დანარჩენმა რესპონდენტებმა კი კლასიკად ქცეული ფილმები ჩამოთვალეს, სიუჟეტის გასვლის შემდეგ ყველა მე დამცინოდა. რაც შეეხება საყვარელ მსახიობს, კირა ნაიტლია, პერსონაჟი კი მთავარი გმირი ფილმიდან - ''გოგონა დრაკონის ტატუთი''.

დიზაინერი, რომლის ჩვენებაშიც მონაწილეობას არ მიიღებდი:

ეგეთი არ არსებობს. თუ მთხოვენ, ყველას ჩვენებაზე გამოვალ, მიუხედავად იმისა, მომწონს თუ არა მისი შემოქმედება. როცა მთხოვენ, უარს ვერ ვეუბნები.

ვახშამი მსოფლიო ვარსკვლავთან...

U2-ს სოლისტ ბონოსთან ვივახშმებდი, მამაჩემი ბავშვობიდან გიჟდება მასზე, ჰოდა, მამასაც წავიყვანდი და ამ ორ ადამიანს ერთმანეთს გავაცნობდი. შეხვედრის ადგილს მნიშვნელობა არ ექნებოდა, ადგილი ამ შემთხვევაში არაფერს ნიშნავს.

წიგნი, რომელიც ბოლოს წაიკითხე:

კნუტ ჰამსუნის ''მისტერიები''. რატომღაც წიგნების კითხვა ვიცი ორ-ორჯერ. ''მისტერიები'' აქამდეც წაკითხული მქონდა, მაგრამ ახლა კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი. ფილმების შემთხვევაშიც ასე ვარ, ორჯერ ვუყურებ ხოლმე.

რა არის სიყვარული?

სიყვარულს არ აქვს არც სახელი, არც დახასიათება, ის ყველა ადამიანისთვის სხვადასხვა რამ არის, ჩემთვის კი სიყვარული ბედნიერებაა. არსებობენ ადამიანები, ვისაც არ შეუძლია სიყვარული და ეს ძალიან ცუდია.

რამდენჯერ ყოფილხარ შეყვარებული?

რთული სათქმელია, როდესაც გიყვარს, ის გრძნობა მთავრდება და შემდეგ ახალ ურთიერთობას იწყებ, გგონია, რომ ესაა ნამდვილი და ძლიერი გრძნობა. მიუხედავად ამისა, შემიძლია ვთქვა, რომ ცხოვრებაში სამჯერ მყვარებია.

იხილეთ სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება