არგენტინაში პოლიციელებსა და ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის შეტაკებისას 20 ადამიანი დაშავდა

არგენტინაში პოლიციელებსა და ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის შეტაკებისას 20 ადამიანი დაშავდა

სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის შემდეგ პოლიციელებსა და ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის მომხდარი შეტაკებებისას. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გერმანია-არგენტინის ფინალური შეხვედრის შემდეგ, რომელიც არგენტინელთა მარცხით დასრულდა, გულშემატკივრებმა ბუენოს-აირესის ქუჩებში მაღაზიის ვიტრინები დალეწეს, დაარბიეს ერთ-ერთი თეატრის შენობა, თავს დაესხნენ ჟურნალისტებსა და პოლიციელებს და მათ ქვები და ბოთლები დაუშინეს.

CNN-ის ცნობით, პოლიციამ საპასუხოდ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, 30-მდე გულშემატკივარი კი დააკავა.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გერმანიამ არგენტინა დამატებით დროში 0:1 დაამარცხა. გადამწყვეტი გოლი 113-ე წუთზე მარიო გიოტცემ გაიტანა.

გერმანიის ნაკრები არსებობის ისტორიაში მსოფლიოს ჩემპიონი მეოთხეჯერ გახდა. ამასთან, გერმანია პირველი ევროპული გუნდია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობა სამხრეთ ამერიკაში მოიპოვა. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი დასახელდა.

მომზადებულია CNN-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა