რიანა გერმანიის გამარჯვებას მკერდის მოშიშვლებით აღნიშნავს

რიანა გერმანიის გამარჯვებას მკერდის მოშიშვლებით აღნიშნავს

არაფერია იმაზე აღმაფრთოვანებელი, ვიდრე ის ფაქტი, როდესაც შენი ქვეყანა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე იმარჯვებს. თუმცა, ბარბადოსელი რიანა მაინც უბედნიერესი ჩანდა, როდესაც გერმანიამ არგენტინა დაამარცხა.

პოპ პრინცესამ შაბათ საღამოს მარაკანას სტადიონზე გერმანიის გამარჯვების აღსანიშნავად რამდენიმე ჭიქა დალია. მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთმა გულშემატკივარმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც რიანა მაისურაწეული, ბუსტჰალტერს უჩვენებს ტრიბუნებიდან.

წინა დღით რიანამ დაპოსტა ფოტო, რომელზეც ის პელესთან ერთად იყო აღბეჭდილი. რიანა ძალიან კმაყოფილი ჩანდა, როგორც თავად თქვა, ”დიადი პელეს” გაცნობით.

ცნობილი მომღერალი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებინდანვე იყო ჩართული თამაშებში, ის აქტიურად აქვეყნებდა თავის მოსაზრებებს მატჩების შესახებ საკუთარი ტვიტერის გვერდზე.

ბრაზილია, კოლუმბია და გერმანია ის ნაკრებებია, რომელთაც რიანა გულშემატკივრობს. ის მხურვალედ უჭერდა მხარს და ამხნევებდა ჯეიმს როდრიგესს მას შემდეგ, რაც კოლუმბია ბრაზილიასთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა ჩემპიონატს.

მომზადებულია dailymail.co.uk მიხედვით

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა