"მისტერ და მისის სმიტების" ნახვის შემდეგ პიტის და ჯოლის შვილებმა სიცილი ვერ შეიკავეს

"მისტერ და მისის სმიტების" ნახვის შემდეგ პიტის და ჯოლის შვილებმა სიცილი ვერ შეიკავეს

მას შემდეგ, რაც ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შვილებმა მშობლების მონაწილეობით გადაღებული ფილმი, "მისტერ და მისის სმიტები" ნახეს, სიცილისგან თავი ვერ შეიკავეს.  მსახიობმა აღიარა, რომ მათ შვილებს რამდენიმე ფილმი ჯერ ნანახიც კი არ აქვთ.

"მომიწია რამდენიმე წლის ლოდინი, ვიდრე ბავშვებს ჩვენს ფილმს ვანახებდი. როდესაც მათ სურათი ნახეს, მათი რეაქცია მოულოდნელი იყო - "დედიკო და მამიკო სასაცილოები არიან". რა თქმა უნდა, სასაცილო იყო, კინოში ხომ ჯაშუშები ვართ და ერთმანეთის განადგურება გვინდა. ისინი იცინოდნენ და ეს ყველაფერი როგორც თამაში და გართობა, ისე მიიღეს. სასიამოვნოა, რომ ბავშვებმა ფილმი მსუბუქად მიიღეს", - განაცხადა ენჯიმ.

გარდა ამისა, ანჯელინას თქმით, მისმა შვილმა, ნოკსმა პირველად "ლარა კროფტი" ხუთი წლის ასაკში ნახა, რომლის შემდეგაც ფიქრობდა, რომ დედამისს ნამდვილად ზებუნებრივი შესაძლებლობები გააჩნდა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება