რა დაუწუნა შეყვარებულმა ნუკი კოშკელიშვილს

რა დაუწუნა შეყვარებულმა ნუკი კოშკელიშვილს

ნუკი კოშკელიშვილს ''ფიატ 500'' ჰყავს. ტელეწამყვანის მანქანა გოგოა და ახლა ნუკი სასიძოს ეძებს. ''პატარა მინიკუპერი მინდა მოვუძებნო, ''რენჯ როვერი'' რომ მომითრიოს, გავგიჟდები'', - იხუმრა ნუკიმ ჩვენთან ინტერვიუში და მთელი ინტერვიუც ასე ხუმრობა-ხუმრობით ჩავწერეთ.

- ნუკი, საჭეს როდის მიუჯექი?

- ჯერ მანქანა ვიყიდე და მერე დავიწყე მართვის სწავლა. ასეთი მანქანა ერთადერთია მთელ თბილისში და ამით ვამაყობ გოიმივით, გიჟივით მიხარია, რომ მარტო მე მყავს. არის რამდენიმე მსგავსი მოდელი, მაგრამ ზუსტად ასეთი კაბრიოლეტი - არც ერთი.

- ვინ გიყიდა?

- მამამ.

- მანქანის მართვა ვინ გასწავლა?

- მასწავლებელთან დავდიოდი, სპეციალურ კურსებზე. 22 წლის ვიყავი მაშინ. სამჯერ ჩავიჭერი, ოღონდ პრაქტიკაში და არა თეორიაში. მეოთხედ ისეთ დროს მივედი გამოცდაზე, რიგში დგომა რომ არ დამჭირვებოდა, დაღლილი რომ არ ვყოფილიყავი და ჩავაბარე. იქიდანვე დავურეკე მამაჩემს და ვუთხარი, უკვე მაქვს მართვის მოწმობა, დამიჯექი გვერდით, ქალაქში უნდა ვიარო-მეთქი. მითხრა, თვითონ დაჯექი, ვინმე რომ დაგიჯდეს, უფრო დაიძაბებიო. პირდაპირ ქალაქიდან დავიწყე საჭის დამორჩილება. პირველ დღეს ნუცუბიძის მეოთხე პლატოდან მესამეს ჩასახვევში კინაღამ გადავფრინდი კორპუსებში. მოხვევის კუთხე ვერ გავთვალე. საბედნიეროდ, გადავრჩი.

- სწრაფად დაგყავს?

- არა, ძალიან ფრთხილი მძღოლი ვარ. მგონი, ქალაქში ჩემზე ნელა მანქანა არავის დაჰყავს. ისეთი მძღოლი ვარ, რომ საბავშვო ავტობუსიც შეიძლება მანდოს კაცმა.

- იმიტომ, რომ გეშინია თუ იმიტომ, რომ წესრიგი არ დაარღვიო?

- ჩემი აზრით, წესრიგის გამო არავინ არაფერს აკეთებს. სიფრთხილე უსაფრთხოებაა. არ მინდა, ვინმე შემომასკდეს. თან, ჩვენ ხომ ყველას გვგონია, რომ ძალიან მაგარი მძღოლები ვართ. არავის ვედავები, ბევრ მართლა კარგ მძღოლს ვიცნობ, მაგრამ, ხალხო, მოგიწოდებთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენზე სუსტებიც დადიან ქალაქში და შეიძლება, უცბად ისეთი მანევრი გააკეთონ, რომ ეს თქვენი მაგარი მძღოლობა არაფერში აღარ გამოგადგეთ.

- ანუ, თუ გინდა, ავტოსაგზაო შემთხვევა არ მოხდეს, ქალაქში მოძრაობისას უნდა იფიქრო იმაზე, რომ შენ მეტმა მანქანის მართვა არავინ იცის?

- ჰო, ასეა. შეიძლება, ვიღაცას ყურსასმენი აქვს გაკეთებული ან ტელეფონზე ლაპარაკობს, ყველაფერი უნდა გათვალო.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება