კეიტ მიდლტონი მეორე ბავშვზეა ფეხმძიმედ?

კეიტ მიდლტონი მეორე ბავშვზეა ფეხმძიმედ?

ბუკინგემის სასახლეში პრინც უილიამსა და კეიტ მიდლტონის მეორე ბავშვთან დაკავშირებით კომენტარებზე უარს აცხადებენ.

ავსტრალიური ჟურნალი ირწმუნება, რომ კეიტის კლასელმა დაადასტურა მისი ფეხმძიმობის ამბავი. ძველი მეგობარი ჯესიკა ჰეი აცხადებს, რომ კეიტი მეორე შვილზეა ფეხმძიმედ.

ის ამბობს, რომ მალე გაკეთდება ოფიციალური განცხადება, ხოლო კეიტმა უკვე დაიწყო წონაში მატება და ყველანაირად ცდილობს ამის დამალვას.

ასეა თუ ისე, ამ საკითხთან დაკავშირებით სასახლეში კომენტარს არ აკეთებენ.

ზოგი ამ ინფორმაციას რეალურად აღიქვამს, რადგან ჯესიკა ჰეიმ მიდლტონის პირველი ორსულობაც ოფიციალურ წყაროებამდე რამდენიმე კვირით ადრე დააანონსა.

ხმები პრინცესას ორსულობაზე ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გავრცელდა. ვნახოთ, რამდენად გამართლდება ახალი პროგნოზი.

მომზადებულია mirror.co.uk-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება