მერკელი ფაშისტური გერმანიის საგარეო მინისტრს, რიბენტროპს შეადარეს

მერკელი ფაშისტური გერმანიის საგარეო მინისტრს, რიბენტროპს შეადარეს

Facebook-ის მომხმარებლებმა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ფაშისტური გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, იოახიმ ფონ რიბენტროპს შეადარეს.  სოციალური ქსელის მომხმარებლები მერკელის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე შესაბამის კომენტარებს ტოვებენ.

კომენტარები მერკელის პირად გვერდზე მას შემდეგ გამოჩნდა, რაც კანცლერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე სასაუბროდ შეხვდა.

მერკელის ”ფეისბუქის” გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო, სადაც  კანცლერი თავისი ”ფეისბუქის” 600 000 მომხმარებელს მადლობას უხდიდა. მომხმარებლებმა ფლეშმობი მოაწყეს და მერკელს აღნიშნულ ფოტოზე უკომენტარებდნენ: Danke, Frau Ribbentrop ("მადლობა ქალბატონო რიბენტროპ"). ამ დროისთვის ფოტოს 45,915 კომენტარი აქვს. აქტიურობენ უკრაინელი მომხმარებლები.

იოახიმ ფონ რიბენტროპი ფაშისტური გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო 1938-1945 წლებში. ასევე იყო ჰიტლერის მრჩეველი საგარეო საკითხებში.

1939 წლის 23 აგვისტოს სსრკ-ს სახალხო კომისართან, ვიაჩესლავ მოლოტოვთან ერთად მან მოსკოვში ხელი მოაწერა საიდუმლო დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს თავს არ დაესხმებოდნენ. დოკუმენტი ცნობილია მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის სახელით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა