უკანასკნელი ცნობები ჟანა ფრისკეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით

უკანასკნელი ცნობები ჟანა ფრისკეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით

 

თაყვანისმცემლების ყურადღების ცენტრშია რუსი მომღერლის, ჟანა ფრისკეს ჯანმრთელობის საკითხი, რომელიც ამჟამად სიმსივნის მკურნალობის კურსს გადის. თუ როგორ გრძნობს თავს მომღერალი, ამის შესახებ მისი ახლო მეგობარი, ჯგუფ Блестящие-ს წევრი ოლგა ორლოვა ყვება.

”მკურნალობაში სერიოზული პროგრესი შეიმჩნევა. ჟანა თავს გაცილებით უკეთ გრძნობს. ჩვენ ყველანი ძალიან მოხარულები ვართ ამ ფაქტის გამო” - ამბობს ოლგა ორლოვა.

ოლგა დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა ჟანა ფრისკესთან ერთად ამერიკაში და გვერდში ედგა მკურნალობის დროს. ფრისკეს დაავადების შესახებ ცნობილი წლის დასაწყისში გახდა. რუსეთში მხარდასაჭერი ფონდიც შეიქმნა და აქციის ორგანიზატორებს მკურნალობის თანხაზე მეტი ფული გადაურიცხეს, რომელიც მძიმედ დაავადებული ბავშვების მკურნალობისთვის გადაირიცხა.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება