სად იმღერებს ნუცა ბუზალაძე სოფო ხალვაშთან ერთად

სად იმღერებს ნუცა ბუზალაძე სოფო ხალვაშთან ერთად

''ახალ ტალღაზე'' ქართველი მომღერლები ბოლო დროს ყოველთვის კარგ შეფასებებს იღებენ. წელს საქართველოს ნუცა ბუზალაძე წარადგენს. ეროვნულ ტურში ნუცას სოფო ხალვაში დაეხმარება. მომღერალს საგულშემატკივროდ იურმალაზე მისი პროდიუსერი მამულიჩა და ლელა წურწუმია გაჰყვნენ. იურმალაში ასევე იქნება პროდიუსერი მაია ყიფიანი. ვოკალში კი ჩვენი რესპონდენტი ნუცა ჯანელიძემ მოამზადა. გასულ კვირას ნუცა უკვე გაემგზავრა იურმალაში. გამგზავრებამდე მას სოფოსთან ერთად შეხვდით.

- სოფო, მეუღლესთან ერთად ბათუმში გადახვედი და ოჯახური ბიზნესი დაიწყეთ. შენი ''ახალ ტალღაში'' მონაწილეობაზე დათანხმება გაუჭირდათ?

- ბიზნესი ჩემმა მეუღლემ წამოიწყო, ბათუმში სასტუმროს აშენებს. მე გავაკეთე საბავშვო სტუდია. ბათუმში ბავშვებს ასეთი სტუდია ნამდვილად სჭირდებოდათ და გაამართლა.

რაც შეეხება იურმალაში წასვლაზე დათანხმებას, ჩემთვის რთული არასდროს არაა, რადგან ეს კონკურსი და ქალაქი ძალიან მიყვარს. მიყვარს ის ადამიანები, რომლებიც ამ კონკურსს აკეთებენ. რასაკვირველია, ძალიან მიყვარს ნუცა, ნიჭიერი ადამიანია. მას დიდ წარმატებას ვუსურვებ.

ნუცა:

- ქართული სიმღერის შესარჩევად მართლა ბევრი ვიმუშავეთ. პირველად გვითხრეს, რომ დამტკიცებული იყო ნინო ქათამაძის ''თოლიები''. ფონოგრამა თითქმის მზად იყო, როდესაც სიმღერა შეგვიცვალეს და მათი მოთხოვნით ''ყვავილების ქვეყანა'' აირჩა. ჩვენ არ შეგვირჩევია, მაგრამ ვფიქრობ, მაინც კარგი გამოდის. ჩემი და სოფოს ხმები ერთმანეთს ძალიან უხდება.

სოფო:

- ქართველი მსმენელი ყოველთვის კრიტიკულად უყურებს, როგორ სრულდება ზემოხსენებულ კონკურსზე ქართული სიმღერა. ყველას მინდა ვთხოვო, რომ არ იყვნენ კრიტიკულები, რადგან ეს არის საკონკურსოდ გაკეთებული სიმღერა. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გამოჩნდეს კონკურსანტის შესაძლებლობები. მეც მგონია, რომ ქართულ სიმღერას არ უხდება ბევრი მელიზმი, მაგრამ კონკურსებზე შუალედი ყოველთვის უნდა დავიცვათ. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო. როდესაც ''თბილისოს'' შესრულება დავაპირე, მაშინაც ''ახალ ტალღაში'' მიკეთებდნენ ფონოგრამას და ეს ძალიან რთული იყო, მაგრამ საბოლოოდ კარგი გამოვიდა და დიდი იმედი მაქვს, რომ ახლაც კარგად მიიღებენ ''ყვავილების ქვეყნის'' ახალ ვარიანტს ამჯერადაც დადებითად გამოეხმაურებიან.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება