"ევრონიუსი" - დონეცკის ოლქში ავიაშეტევისას 10-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა

"ევრონიუსი" - დონეცკის ოლქში ავიაშეტევისას 10-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა

დონეცკის ოლქის ქალაქ სნეჟნოეში განხორციელებული ავიაშეტევის შედეგად, 10-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას "ევრონიუსი" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სნეჟნოეს პრორუსი სეპარატისტები აკონტროლებენ.

"ევრონიუსის" ინფორმაციით, ურაინული მხარე აცხადებს, რომ ავიაშეტევა პრორუსმა ტერორისტებმა განახორციელეს. პრორუსი აქტივისტები კი აცხადებენ, რომ რაკეტები უკრაინის საჰაერო ძალებმა გაუშვეს.

ამასთან, უკრაინის ნაციონალური გვარდიის განცხადებით, გამთენიისას სეპარატისტებმა მასიური თავდასხმები მიიტანეს დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტებში მდებარე უკრაინელი ძალოვანების პოზიციებზე, მათ შორის მარიონოვკასა და ტარანაში.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერის ანდრეი ლისენკოს განცხადებით, ბოლო მონაცემებით, ტერორისტების მხრიდან განხორციელებულ შეტევებს გასული დღე-ღამის განმავლობაში 11 უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა