''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' დაშორებული და შეყვარებული წყვილები

''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' დაშორებული და შეყვარებული წყვილები

ბოლო ორი წელია, პროექტი ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' ქართულ სატელევიზიო ბაზარზე პოპულარული პროექტებისთვის კონკურენტად იქცა. პირველი, მეორე და მესამე სეზონი განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა, მეოთხე სეზონს კი ვარსკვლავების ნაკლებობას უწუნებდნენ.

ნებისმიერი გასართობი პროექტის დამთავრების შემდეგ ერთ კვირაში ხალხი გამარჯვებულსაც ნელ-ნელა ივიწყებს და მონაწილეებსაც, თუ მათ კარიერაში კიდევ უფრო ახალი და საინტერესო არ მოხდა, მაგრამ ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' სეზონიდან სეზონამდე არ კარგავს აქტუალობას, მიზეზი კი ამ პროექტში შექმნილი ოჯახებისა და დაშორებული წყვილების ხშირ შემთხვევაში სკანდალური თავგადასავლებია.

''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' ერთგვარ ტრადიციად იქცა, რომ ყოველ ახალ სეზონზე მინიმუმ ერთი მონაწილე მაინც ანგრევს ოჯახს ან ახალი წყვილი იქმნება. ლენტი ამ კუთხით გიგი გაჩეჩილაძისა და სალომე ჭაჭუას წყვილმა გაჭრა.

მათი სიყვარულის ამბავზე ლეგენდები დადიოდა და თითქმის ყოველკვირა იბეჭდებოდა ინტერვიუები პრესაში. სოციალურ ქსელში წყვილი ერთად გადაღებულ რომანტიკულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებდა და მაყურებელი ვერ წარმოიდგენდა, რომ ერთ დღეს სალომესა და გიგის რვაწლიანი სასიყვარულო ურთიერთობა დასრულდებოდა. მიზეზი ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' აღმოჩნდა.

გიორგი ვარდოსანიძე და სალომე ჭაჭუა მეორე სეზონზე წყვილში ცეკვავდნენ. მართალია, დღემდე ამტკიცებენ, რომ ერთმანეთი პროექტში არ შეჰყვარებიათ, მაგრამ ფაქტია, რომ ცეკვის დროს გაიცნეს ერთმანეთი. საბოლოოდ, სალომე გიგის დაშორდა და ცოლად გიორგის გაჰყვა. ქორწილის შემდეგ კი მეოთხე სეზონში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება