კახა ცისკარიძის პირველი კომენტარი დაკითხვაზე მისი დაბარების შემდეგ

კახა ცისკარიძის პირველი კომენტარი დაკითხვაზე მისი დაბარების შემდეგ

"მე არ მინდა ვიფიქრო, რომ პოლიტიკური მოტივაცია შეიძლება იყოს ამ საკითხთან დაკავშირებით", - ამის შესახებ მომღერალმა კახა ცისკარიძემ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დატოვების შემდეგ განაცხადა.

ცისკარიძე საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე მისი კუთვნილი კომპანია შპს "არტფორუმის" დავალიანების საკითხზე დაიბარეს. როგორც მომღერალი აცხადებს, მისთვის გაუგებარია, თუ რა 3 მილიონზეა საუბარი და განმარტავს, რომ მის კომპანიას დავალიანება არ აქვს.

"მინდა გავერკვიო, რაშია საქმე, იმიტომ რომ, დაწვრილებითი ინფორმაცია არ მაქვს. დამირეკეს გუშინ და მთხოვეს მოვსულიყავი, კომპანიას აქვს დავალიანება და შესაბამისად, უნდა გავისაუბროთო. არანაირი დავალიანება არ აქვს. მე ხელოვანი ადამიანი ვარ და ძალიან კარგად იცით, რომ ჩემთვის მსგავსი საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია. მე არ მინდა ვიფიქრო, რომ პოლიტიკური მოტივაცია შეიძლება იყოს ამ საკითხთან დაკავშირებით", - აღნიშნა კახა ცისკარიძემ.

როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, შპს "არტფორუმი" 2005 წელს დაარსდა და კომპანიაში 50-50%-იანი წილის მფლობელები სტეფანე მღებრიშვილი და კახა ცისკარიძე არიან.

ამ საკითთან დაკავშირებით bpn.ge შემოსავლების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც ამ უწყების საზოგადოებასთან ურთიეთობის სამსახურის უფროსმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, კახა ცისკარიძის კომპანიის მიერ გამოვლინდა სხვადასხვა ტიპის დარღვევები, რის გამოც "არტფორუმს" გარკვეული რაოდენობის დავალიანება დაეკისრა. მოისწრაფიშვილმა თანხის რაოდენობა არ დააკონკრეტა. "მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ შემოსავლების სამსახური დაკითხვაზე არავის იბარებს. კახა ცისკარიძის კომპანიას ჩაუტარდა შემოწმება, ისევე როგორც ძალიან ბევრ სხვა კომპანიას. შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვადახვა ტიპის დარღვევები ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით. ამის გამო "არტფორუმს" დაეკისრა დავალიანება", - აცხადებს ხატია მოისწრაფიშვილი.

სტეფანე მღებრიშვილისა და კახა ცისკარიძის შპს "არტ ფორუმის" მიერ სახელმწიფოსგან მიღებულ დაფინანსებაზე ცოტა ხნის წინ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - თბილისის" თავმჯდომარე, გიორგი მუსხელიშვილიც საუბრობდა. როგორც საკრებულოს წევრი აცხადებდა, ეს კომპანია უკონკურსოდ, ყოველგვარი ტენდერების გარეშე სახელმწიფო ბიუჯეტიდან სხვადასხვა კონცერტებისთვის ღებულობდა სერიოზულ თანხებს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება