ანგელა მერკელს ევროკავშირის სამიტზე happy birthday უმღერეს

ანგელა მერკელს ევროკავშირის სამიტზე happy birthday უმღერეს

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს მესამოცე დაბადების დღეზე სასიამოვნო სურპრიზი მოუწყვეს. ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე გერმანელმა ჟურნალისტმა იმპროვიზებულად უმღერა “happy birthday”.

მერკელმა დიდსულონად განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა თავადაც აჰყოლოდა სიმღერას.

კანცლერს აგრეთვე აჩუქეს გერმანიის საფეხბურთო ნაკრების მაისური, რომელზეც არა ფეხბურთელების, არამედ ევროპელი ლიდერების ხელმოწერები იყო.

გერმანიის ლიდერი დაბადების დღეს სერიოზულ შეხვედრაზე, კონსერვატიული პარტიის ბერლინის ოფისში გაატარებს.

მას შემდეგ, რაც წარმოთქვა სიტყვა - ”ისტორიის დროის ჰორიზონტები”, რომლის ავტორიც გერმანელი ისტორიკოსი იურგენ ოსტერჰამელია, მერკელმა პერსონალურად შერჩეული 1000 სტუმარი მიიღო და ლუდით, ღვინით და თევზით გაუმასპინძლდა.

წლის რთული დასაწყისის შემდეგ, (როცა მერკელი თხილამურებზე სრიალის დროს დაშავდა, უკრაინასთან დაკავშირებული კრიზისი გაჩნდა და მისმა სოციალ-დემოკრატმა პარტნიორებმა შიდა პოლიტიკაზე ყურადღება მოადუნეს), კანცლერი მტკიცე და ძლიერია, როგორც არასდროს.

3 ივლისს ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, გერმანელების 71% ძალიან კმაყოფილია მისი მუშაობით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა