რისთვის ანდობდა თამუნა მუსერიძე საკუთარ სხეულს გიორგი ლიფონავას

რისთვის ანდობდა თამუნა მუსერიძე საკუთარ სხეულს გიორგი ლიფონავას

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე პოპულარობის დადებით და უარყოფით მხარეებზე გვესაუბრება. მისთვის ცნობადობას უფრო მეტი ნეგატივი მოუტანია, თუმცა მიიჩნევს, რომ ამას ალბათ იმ შემთხვევაშიც ვერ ასცდებოდა, პოპულარული სახე რომ არ ყოფილიყო.

- ბავშვობიდან ოცნებობდი პოპულარობაზე?

- სიმართლე გითხრა, ამაზე ბავშვობაში არ მიფიქრია. ვოცნებობდი მსახიობობაზე, მაგრამ მამამ სამსახიობო ფაკულტეტზე არ ჩამაბარებინა. ვეცადე, მომეძებნა ამასთან დაახლოებული პროფესია, სადაც ჩემს შესაძლებლობებს გამოვავლენდი და ეს იყო ჟურნალისტობა. პოპულარობა ჩემი იდეფიქსი არასდროს ყოფილა, მსახიობობაც არ მინდოდა ამის გამო, მსურდა, კინოში გადავეღე, მქონოდა მრავალფეროვანი ცხოვრება, მემუშავა კამერების წინ და არა - ავმდგარიყავი ცხრა საათზე და ექვსზე სახლში ვყოფილიყავი.

- თუ გაიხსენებ მომენტს, როცა იგრძენი, რომ ქუჩაში გიცნეს?

- ეს იყო მაშინ, როცა ''პირველ სტერეოში'' დავიწყე მუშაობა, მანამდეც ვმუშაობდი ტელევიზიაში, მაგრამ ჩემს პოპულარობაზე გავლენა სწორედ ზემოხსენებულმა არხმა იქონია. მახსოვს, რომ დიდი აჟიოტაჟი იყო ჩემ ირგვლივ. მაშინ არხზე რეორგანიზაცია მიდიოდა და ვიყავით ორი წამყვანი, უფრო სწორად, სხვებიც იყვნენ, მაგრამ ალბათ, არა იმდენად აქტუალურები. თუმცა ისიც მახსოვს, ჟურნალისტები ჩემთან ინტერვიუზე იმის გამო მოდიოდნენ, რომ აჩი ფურცელაძის ყოფილი ცოლი ვიყავი და ასე იწყებოდა ყველა ინტერვიუ. აჩის ვეუბნებოდი, დადგება დრო და პირიქით დაწერენ-მეთქი. მართლაც ასე მოხდა - რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა საიტმა დაწერა, თამუნა მუსერიძის ყოფილი ქმარი, აჩი ფურცელაძე... დავუკოპირე ეს ნაწილი და გადავუგზავნე (იღიმის).

- თვითტკბობამ მოგიცვა?

- თავისთავად. აჩიმ ძალიან იხალისა. ორივემ ვიცინეთ ამ თემაზე. მითხრა, იმიტომ არ ვახსოვარ ხალხს, რომ საქართველოდან დიდი ხნის წასული ვარო.

- პოპულარობის მოპოვების შემდეგ ბევრი საუბრობს ამ ყველაფრის უარყოფით მხარეებზე.

- შესაძლოა, უფრო მეტი უარყოფითიც აქვს, ვიდრე დადებითი. რამდენიმეს ჩამოთვლა შემიძლია - მაგალითად, ყოველთვის უნდა იყო ფორმაში, ვიღაც რომ დაგინახავს, არ თქვას, ვაიმე, რას ჰგავსო. რადგან ყურადღების ცენტრში ხარ, ვალდებულება გაქვს, მოიქცე ისე, როგორც ხალხი ითხოვს და არა შენი სურვილისამებრ. გარდა ამისა, ურეკავენ ოჯახს და ათას სისულელეს ეუბნებიან. პირად ცხოვრებაზე კი, ფაქტობრივად, ხაზი გაქვს გადასმული. უმეტეს შემთხვევაში ასეა, ალბათ, 80%-ის შემთხვევაში. მგონია, რომ ბევრი პოპულარული გოგონა დამეთანხმება.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება