295 ადამიანი ემსხვერპლა ავიალაინერის ჩამოვარდნას - ავიაკატასტროფა დონეცკში

 295 ადამიანი ემსხვერპლა ავიალაინერის ჩამოვარდნას - ავიაკატასტროფა დონეცკში

295 ადამიანი დაიღუპა დონეცკის ოლქში Boeing 777-ის ჩამოვარდნის შედეგად. დაღუპულების შესახებ ინფორმაციას "იტარ ტასი" ავრცელებს.

მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "Boeing 777" დღეს უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვართან ახლოს ჩამოვარდა.  ინფორმაცია დაადასტურა უკრაინულმა მხარემაც.

"თვითმფრინავმა, რეისით ამსტერდამი-კუალა-ლუმპური, რუსეთის საჰაერო სივრცეში შესვლამდე 50 კილომეტრში მოულოდნელად დაშვება დაიწყო და ის უკვე ხმელეთზე მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც უკვე ცეცხლი ეკიდა", – განაცხადა სააგენტოს წყარომ.

მისივე მონაცემებით, ავიალაინერში 280 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი იმყოფებოდა. სააგენტოს ინფორმაციითვე, რუსეთის საზღვარი თვითმფრინავს მოსკოვის დროით, 17:25 წუთისთვის უნდა გადაეკვეთა.

მომხდარზე შეფასება გააკეთა თვითაღიარებული დონეცკის რესპუბლიკის ე.წ. მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბოროდაიმ. მან ინციდენტს უკრაინელი სამხედროების პროვოკაცია უწოდა. ამის შესახებ ბოროდაიმ "ინტერფაქსს" განუცხადა.  "ეს ინციდენტი სხვა არაფერია თუ არა უკრაინელი სამხედროების პროვოკაცია" - განაცხადა მან.

უკრაინული მხარე მომხდარში სეპარატისტებს ადანაშაულებს.

ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა