ცნობილები, რომლებიც გადაუდებელი საქმეების გამო ზაფხულს თბილისში ატარებენ

ცნობილები, რომლებიც გადაუდებელი საქმეების გამო ზაფხულს თბილისში ატარებენ

ზაფხულია, ცხელა და როგორც სინოპტიკოსები ამბობენ, სეზონის ბოლომდე ასეთი ამინდები შენარჩუნდება. მაგრამ ბევრია ადამიანი და მათ შორის ცნობილი ადამიანებიც, რომლებიც საქმეების გამო ზაფხულს თბილისში ატარებენ.

ნინა წკრიალაშვილი

მომღერალი ნინა წკრიალაშვილი ზაფხულს ახალი რეპერტუარის ჩაწერაში გაატარებს. ცოტა ხნის წინ მას ზაზა შენგელია დაუკავშირდა და სთხოვა, "ბრავო ბენდთან" ერთად რადიკალურად განსხვავებული ჟანრის სიმღერები ჩაეწერა. ნინა შემოთავაზებას დაუფიქრებლად დათანხმდა, მისი ახალი რეპერტუარი მთლიანად ჯაზის კომპოზიციებით დაკომპლექტდება. მომღერალს მსგავსი ტიპის პროექტის გაკეთება ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უნდოდა, მაგრამ აქამდე ეს ვერ მოახერხა. ნინა მზად არის ზაფხულის ცხელი დღეები თბილისში გაატაროს. ის სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა პარიზიდან, ნინამ, თაკო დოლაბერიძემ და იასენიამ საფრანგეთში ჯაბა ქარსელაძეს ჩააკითხეს და რამდენიმე დღით კარგად გაერთნენ.

თამუნა მუსერიძე

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე ჯერ ისევ თბილისშია. გაუმართლა, გადაღებები "ჯინო პარადაისში" აქვს და გადაღებების დროს გაგრილებასაც კარგად ახერხებს. დღის მანძილზე რამდენიმე მუსიკალური ნომრის ჩაწერა უწევს, მაგრამ თუ მისი ფოტოებიდან ვიმსჯელებთ, მომღერლებთან ერთად გართობასაც ახერხებს. ტელეწამყვანს დაგეგმილი აქვს აგვისტოში რამდენიმე დღით დასასვენებლად საზღვარგარეთ გამგზავრება.

"რამდენიმე სამსახური მაქვს და ამიტომ მიწევს ზაფხულის დღეების თბილისში გატარება. მართალია, ძალიან დავიღალე, მაგრამ შრომისმოყვარე ადამიანი ვარ და ვიცი, რომ დასვენებასაც მოვასწრებ. სწორედ იმის გამო, რომ მე არ მცალია, ჩემი შვილი ბებიასთან ერთად წავა დასასვენებლად ბაკურიანში, მოგვიანებით მეც ჩავალ მასთან. შემდეგ თბილისში დავბრუნდებით ცოტა ხნით და სავარაუდოდ, თურქეთში წავალთ დასასვენებლად", - განაცხადა ტელეწამყვანმა.

ნინი ქარსელაძე

ხათუნა ჟორდანიას და ზურა ხაჩიძის ოჯახი დასასვენებლად ჯერ არსად წასულა. ხათუნას ქალიშვილის, მომღერალ ნინი ქარსელაძის განცხადებით, ოჯახი დასასვენებლად 24 ივლისს წავა.

"მე ოთხი დღით ბათუმში მივდივარ და ჩემი ოჯახის წევრები სად მიდიან, არ ვიცი. ჩემი ძმები იყვნენ ჩამოსული (ბიძაშვილებს გულისხმობს) და აქამდე იმიტომ ვერ მოვახერხეთ დასასვენებლად წასვლა", - განაცხადა ნინი ქარსელაძემ ჩვენთან საუბარში.

ხატია სიჭინავა

ხატია სიჭინავა ზაფხულის ცხელ დღეებს წყნეთში ატარებს. "უფრო შორს ვერ წავალ, რადგან სახლში რემონტი მაქვს და თან ორსულობის ბოლო თვეში ვარ. აგვისტოში მესამე შვილს ვაჩენ. სახლს, ბავშვს და ქმარს აგვისტოში ერთად ველოდები. ჩემი მეუღლე უკვე რამდენიმე თვეა ყაზახეთში იმყოფება, იქ უნდა ბიზნესის აწყობა და მალე ალბათ იქ გადავალთ საცხოვრებლად. იქაური ხალხი განსაკუთრებით აღფრთოვანებულია ჩვენი სიყვარულით და ოჯახით. მათთან შეხვედრის შემდეგ მივხვდი, რომ საქართველოში კეთილშობილი ხალხის დეფიციტია", - განაცხადა ხატია სიჭინავამ.

თამარ ბოჭორიშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება