ვლადიმერ პუტინი - თვითმფრინავის ჩამოგდება ობიექტურ გამოძიებას საჭიროებს

 ვლადიმერ პუტინი - თვითმფრინავის ჩამოგდება ობიექტურ გამოძიებას საჭიროებს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოგდება ობიექტურ გამოძიებას საჭიროებს. ინფორმაციას ამის შესახებ "კრემლის" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

"პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მომხდარი ტრაგედია კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინაში არსებული მწვავე კრიზისის მშვიდობიანი დარეგულირების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ ავიაკატასტროფა ზედმიწევნით და ობიექტურად გამოძიებას საჭიროებს", - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა სამძიმარი გამოუცხადა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს მარკ რუთს და მწუხარება გამოთქვა, ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული ნიდერლანდელების გამო.

დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში გუშინ საღამოს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგ 777" ჩამოვარდა, რომლის ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა. ავიალაინერი ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისს ასრულებდა და 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა