ანგელა მერკელი - არსებობს ბევრი მინიშნება, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს

ანგელა მერკელი - არსებობს ბევრი მინიშნება, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, აუცილებელია, აღმოსავლეთ უკრაინაში მხარეებმა ცეცხლი შეწყვიტონ , მომხდარი ავიაკატასტროფის სწრაფი დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების მიზნით. ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.

"აუცილებელია, რაც შეიძლება, სწრაფად დავიწყოთ დამოუკიდებელი გამოძიება. ამისთვის საჭიროა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა. არსებობს ბევრი მინიშნება, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს და ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამას", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

დონეცკის ოლქში მალაიზიის კუთვნილი "ბოინგ 777"-ის ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა შორის, ბოლო მონაცემებით, გერმანიის ოთხი მოქალაქე იმყოფებოდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა