რის გამო მოუხდა ოჯახის დატოვება აჩიკო სოლოღაშვილს

რის გამო მოუხდა ოჯახის დატოვება აჩიკო სოლოღაშვილს

აჩიკო სოლოღაშვილის დამოკიდებულება შინაურ ცხოველებთან შინაურობის ფარგლებს გასცდა. აღმოჩნდა, რომ ტელეწამყვანსა და მსახიობს სახლში ობობებთან, ზაზუნებთან, ხოჭოებთან ერთად, გველიც კი ჰყოლია. ახლა 8 წლის ლაბრადორი ჰყავს და წუხს იმის გამო, რომ მასთან სათამაშოდ ცოტა დრო რჩება.

- თუკი რამე შეიძლებოდა მყოლოდა სახლში, ყველაფერი მყავდა: თევზები, ზაზუნები, კუ, ხოჭო, ობობა, გველი. ბანჩი მეორე ძაღლია, მანამდე გვყავდა პუდელი - ჯუპი, რომელზეც მთელი ოჯახი არანაკლებ ვგიჟდებოდით. სამწუხაროდ, მოგვიკვდა. დაბერდა, დიაბეტი დაემართა და... შოკოლადებსაც ვაჭმევდით. არადა, ტკბილი ძაღლისთვის არაფრით არ შეიძლება, ისინი ვერ გამოიმუშავებენ ინსულინს, ჩათვალეთ, რომ თქვენი ხელით კლავთ. სამწუხაროდ, ჯუპიზე ვისწავლეთ ძაღლის გაზრდა. დედამ ისე განიცადა ჯუპის გარდაცვალება, დიდი ხანი ძაღლის ყოლა აღარ უნდოდა, იმავეს მეორედ ვეღარ გადავიტანო, ამბობდა. მერე ლაბრადორი მაჩუქეს და ოჯახმაც ვეღარ გამიწია წინააღმდეგობა. ორი თვის იყო, რომ მოვიყვანე. თავიდან ჩემს მეგობართან იზრდებოდა. მე და ბანჩი ცხრა თვემდე იქ ვცხოვრობდით.

- რატომ?

- იქ უფრო დიდი ტერიტორია იყო. თან, მაშინ ბებიაჩემი ლოგინად იყო ჩავარდნილი და აქ ძაღლის მოვლის პირობები არ იყო. ასე გვერჩივნა ორივეს. ცხრა თვემდე ბანჩი ძნელაძეებში იზრდებოდა, მერე გადმოვიყვანე აქეთ.

- და დედაც შეეგუა?

- შეეგუა კი არა, მგონი, ჩემზე მეტად უყვარს.

- ძაღლები ხომ თვითონ ირჩევენ, ვინ არის ოჯახში მისი პატრონი...

- ჰო, ბანჩიმ დედაჩემი აირჩია. ჯერ ერთი, დედას მეტი დრო აქვს, მეტ მზრუნველობას იჩენს, უვლის და თან ათამამებს, ზედმეტადაც კი. სულ ვეუბნები, ბევრს ნუ აჭმევ, მსუქანია-მეთქი, მაგრამ ეცოდება. დედაჩემს თვალებში რომ უყურებს, ჰგონია, რომ მშიერი კვდება და აჭმევს. ოღონდ თავის ადგილზე ზის, მაგიდასთან არ მოდის და ასე შორიდან მათხოვრობს. პურზე აფრენს, ისე უყვარს და მაგიდის ალაგების დროს ბოლო ლუკმას ყოველთვის დედა აჭმევს. მე მათხოვრობას ვერ მიბედავს, იცის, არ გაუვა. დღემდე დედაჩემის საწოლის ქვეშ სძინავს. არც ვიცი, როგორ ეტევა. აი, ამ სიცხეში, ძვრება და იძინებს. მერე გადაკოტრიალება უჭირს, ხან ფეხი ეჭედება, ხან - თავი. იცის, რომ დედა ყველაზე საყვარელია.

- ძაღლი კორპუსში საკმაოდ რთული მოსავლელია, შეიძლება ითქვას, რომ ბავშვზე მეტი მოვლა სჭირდება...

- გეთანხმები. ბავშვი ოდესღაც იზრდება, ლაპარაკს იწყებს და გეუბნება, რა აწუხებს, რა სტკივა, რა უნდა. ძაღლი ვერაფერს გეუბნება. ცხვირის სიმშრალით, ტემპერატურის მომატებით და უხასიათობით თუ მიხვდები, რომ რაღაც აწუხებს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მით უმეტეს კორპუსში. ასეთ იზოლირებულ ბინაში ძაღლის ყოლას არავის ვურჩევ, საცოდაობაა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება