მარიკო ებრალიძეს მოგონებები ატირებს...

მარიკო ებრალიძეს მოგონებები ატირებს...

პროფესია და საქმიანობა:

პროფესიით საესტრადო ხელოვნებისა და მუსიკის პედაგოგი, სოლისტი და ხელოვნებათმცოდნე ვარ. გარდა იმისა, რომ ვმღერი, სტუდენტობის დროს მიმუშავია კერძო კომპანიაში საოფისე საქმიანობაზე.

საყვარელი ფილმი და მსახიობი:

ბევრი საყვარელი ფილმი მაქვს, მაგალითად, ''ინტერვიუ ვამპირთან'', ''ქალის სურნელი''... ფავორიტი მსახიობები კი არიან მერილ სტრიპი, ალ პაჩინო.…

რისი გეშინია?

მწერების. უფრო მეზიზღება, ვიდრე მეშინია.

რისი გრცხვენია?

რომ მაქებენ, ვწითლდები და მრცხვენია.

რა გაკომპლექსებს?

ბავშვობის პერიოდში წონის გამო ვკომპლექსდებოდი.

რას არ ჩაიცვამ არასდროს?

თუ ისეთ ფორმაში ვიქნები, როგორშიც მინდა ვიყო, ყველაფერს ჩავიცვამ, მაგრამ ახლანდელი გად-მოსახედიდან, არ მოვირგებ ძალიან ამოღებულს, დეკოლტეს, მინიკაბას. მართალია, ზღვაზე საკმაოდ უკომპლექსო ვარ, მაგრამ სცენაზე არ ჩავიცვამდი იმას, რაც არ მიხდება.

რაზე ოცნებობ?

ვოცნებობ, მივაღწიო ყველა იმ უმაღლეს შეფასებას და მწვერვალს, რაც ჩემს პროფესიაში არსებობს.

წიგნი, რომელიც ბოლოს წაიკითხე...

დაახლოებით ერთი თვის წინ წავიკითხე ამერიკელი მწერლის ნაწარმოები ''7 წესი, რომელიც უნდა ვიცოდეთ ადამიანებთან ურთიერთობაში'' და შეიძლება ითქვას, რომ სამაგიდო წიგნად ვაქციე. ვურჩევ ყველას, გაეცნონ. ბევრ რამეს ისწავლიან, მათ შორის იმას, როგორ მართონ საკუთარი ემოციები ადამიანებთან ურთიერთობაში.

დღე, რომელსაც გაიმეორებდი...

ყოველი დღე სამაგალითოა, მაგრამ ''ევროვიზიის'' დღეს გავიმეორებდი, მიუხედავად შედეგისა, ამ კონკურსის დროს ლამაზი შთაბეჭდილებებით ავივსე.

რას გამოჰყავხარ წყობიდან?

ტყუილს, ძალიან მარტივ ტყუილსაც კი. რომ გკითხო, დალიე წყალი? კიო მიპასუხო და ამ დროს არ გქონდეს დალეული, აი, ასეთმა ტყუილმაც შეიძლება გამომიყვანოს წყობიდან.

ხასიათის თვისება, რომელიც გინდა შეცვალო საკუთარ თავში...

სულსწრაფობა, სიზარმაცე და უხეშობა, პირდაპირ მიყვარს რაღაცების თქმა და ამას ვგულისხმობ უხეშობაში, დიპლომატიას შევმატებდი საკუთარ თავს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება