"მე ვნახე სავარძელზე მიბმული დაგლეჯილი ბავშვის სხეული" - რას ყვება ადგილობრივი ქალი "ბოინგ 777"-ის ტრაგედიაზე

"მე ვნახე სავარძელზე მიბმული დაგლეჯილი ბავშვის სხეული" - რას ყვება ადგილობრივი ქალი "ბოინგ 777"-ის ტრაგედიაზე

"მთელი ღამე დავცქეროდი მალაიზიური ბოინგის აფეთქების შედეგად დაღუპული ჩვილის შემზარავ ფოტოს და ვფიქრობდი, - ღმერთო, რა გაუხდა მსოფლიოს ამ კრემლში დაბუდებული თეთრთვალება არსებების გასრესა" - ამბობს ჩვენთან საუბარში კიეველი ივანა გორბატიუკი, რუსეთის საზღვარზე ჩამოგდებულ ავიალაინერთან დაკავშირებით...

- სეპარატისტებს უკრაინული სამხედრო თვითმფრინავი ეგონათ და იმიტომ ესროლეს. ეს რომ ასეა, მთელმა მსოფლიომ იცის, მათ შორის, ამერიკამ და ევროპამაც და თავს თუ მოიკატუნებენ, ერთ მშვენიერ დღეს ეს რაკეტით შეიარაღებული ავადმყოფები მათაც დაბომბავენ. ეს კატასტროფა არის გზავნილი დანარჩენი მსოფლიოს მიმართ. სანამ კიდევ დროა, აგრესორი თუ არ შეაჩერეს, მერე უკვე გვიანი იქნება... გაოგნებული ვკითხულობდი, ჩემი რუსი ნაცნობებისა და მეგობრების კომენტარებს. ერთ-ერთმა დაწერა, დროა, უკრაინას საბოლოო პასუხი გაეცესო... და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ იმ ჭაობში ყოფნა არ გვინდა, რასაც დღევანდელი რუსეთი ჰქვია!.. ისინი თავიანთ ფიურერს ამართლებენ და უკრაინისკენ იშვერენ ხელს. ცოტა ხნის წინ, ალბათ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ასე მახინჯი აზროვნება ჰქონდათ. შოკში ვარ...

- თუ იცით რას ჰყვებიან იმ რაიონის მცხოვრებლები, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა?..

- დიახ, თითქმის მუდმივი ურთიერთობა მაქვს ყველა იმ რაიონის მკვიდრთან... გრაბოვოელი ახალგაზრდა ჰყვებოდა, რომ აფეთქების შემდეგ, ორად გაყოფილი თვითმფრინავი დაინახა, ეტყობა, დარტყმის ძალამ, ავიალაინერი შუაზე გადატეხა. ეს ფოტოებიდანაც ჩანს, მე ვნახე სავარძელზე მიბმული დაგელიჯილი ბავშვის სხეული... ბოდიშს ვუხდი ქართველ მკითხველს, რომ ასეთ საშინელ დეტალებზე ვსაუბრობ, თქვენ ხომ ჩვენზე არანაკლებ კარგად იცით, თუ რას ნიშნავს რუსეთთან მეზობლობა...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

იხილეთ ასევე: კატასტროფის ადგილზე 121 მგზავრის ცხედარია აღმოჩენილი - ბოლო მონაცემები "ბოინგ 777"-ის ჩამოვარდნის ადგილიდან

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა