"არ შეგვიძლია გამოვრიცხოთ რუსეთის პერსონალის მიერ სეპარატისტების დახმარება" - აშშ-ს წარმომადგენელი ბოინგ 777-ის კატასტროფაზე

 "არ შეგვიძლია გამოვრიცხოთ რუსეთის პერსონალის მიერ სეპარატისტების დახმარება" - აშშ-ს წარმომადგენელი ბოინგ 777-ის კატასტროფაზე

მალაიზიური სამგზავრო თვითმფრინავი, სავარაუდოდ, რაკეტა "SA-11"-ით არის ჩამოგდებული, რომელიც სეპარატისტების კონტროლირებადი აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიიდან არის გაშვებული , - "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ამის შესახებ გაეროში აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა სამანტა პაუერმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომელიც ნიუ-იორკში გუშინ გაიმართა.

ამერიკის ელჩის თქმით, რუსეთმა სეპარატისტები უზრუნველყო საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით "ბუკ" და სხვა მძიმე სამხედრო ტექნიკით.

"ნაკლებ სავარაუდოა, რომ სეპარატისტებს შეძლებოდათ ამგვარი ტექნიკის მართვა გამოცდილი პერსონალის გარეშე. ამიტომ არ შეგვიძლია გამოვრიცხოთ რუსეთის პერსონალის მიერ მათი დახმარება", -აღნიშნა სამანტა პაუერმა.

მისივე თქმით, თუ პრორუსმა სეპარატისტებმა მართლაც ესროლეს მალაიზიურ თვითმფრინავს, ისინი და მათი სპონსორები ჩადენილი დანაშაულის მტკიცებულებების დაფარვას ეცდებიან.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა