"ბოევიკებმა" "ბოინგ 777"-ის დაღუპული მგზავრების ცხედრები გაიტაცეს - ტრაგედიის უცნობი დეტალები

"ბოევიკებმა" "ბოინგ 777"-ის დაღუპული მგზავრების ცხედრები გაიტაცეს - ტრაგედიის უცნობი დეტალები

"ბოევიკებმა" "ბოინგ 777"-ის დაღუპული მგზავრების ცხედრები გაიტაცეს. როგორც უკრაინული მედია წერს, შეირაღებულმა პირებმა, ფიზიკური განადგურების მუქარით, მაშველები აიძულეს 38 დაღუპულის ცხედარი "ბოევიკების" სატრანსპორტო საშუალებებში გადაეტანათ.

როგორც უკრაინული მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, 20 შეირაღებული პირი ავიაკატასტროფის ადგილას 18 ივლისს, 21:00 საათზე გამოჩდა. მათ გუშინ დამატებით აღმოჩენილი 38 ცხედრი წაიღეს. "ბოევიკებმა" განაცხადეს, რომ ცხედრები დონეცკში უნდა გადაეტანათ.

დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში 17 ივლისს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგ 777" ჩამოვარდა, რომლის ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა. ავიალაინერი ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისს ასრულებდა და 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა.

ამ დროისთვის დადგენილია ყველა გარდაცვლილის მოქალაქეობა. ნაპოვნია 186 ცხედარი. ცხედრების იდენტიფიცირება ხარკოვში მოხდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა