''არ შეიძლება, 50 სექსუალური პარტნიორი გყავდეს...''

''არ შეიძლება, 50 სექსუალური პარტნიორი გყავდეს...''

მერსი სულხანიშვილი რამდენიმე კვირის წინ გადაცემა ''პროფილში'' მაყურებლის წინაშე საკმაოდ განსხვავებული სახით წარდგა, ამბობდა, რომ ტრადიციული ადამიანია და ასეთივე ოჯახშია გაზრდილი. დავინტერესდით, რას გულისხმობს ტრადიციულობაში...

- ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახის კულტია, უფროსის პატივისცემა, ურთიერთპატივისცემა ძალიან ფასეულია. ჩვენთან, ბებიას გარდაცვალებამდე, ოჯახი მას ''ეჭირა'', მისი სიტყვა ყოველთვის გადამწყვეტი იყო. ახლა ცოცხალი რომ იყოს, შესაძლოა, რაღაცები შეეცვალა. თუმცა, ჩემი ც ხ ო ვ რ ე ბ ი ს ასე წარმართვა გარკვეულწილად ბებიამ განაპირობა, რადგან მან მასწავლა კითხვა, მოდის სიყვარული, დაწყებით კლასებში თავის მკერავთან მიკერავდა კაბებს, რითაც ყოველთვის გამორჩეული ვიყავი. გარდა ზემოჩამოთვლილისა, პატივს ვცემ ახალი წლის ტრადიციას, აღდგომას და სხვა რელიგიურ დღესასწაულებს.

- მინდა გკითხო შენს მაისურზე, რომელსაც აწერია იესო... ესეც ეპატაჟის ნაწილია?

- ეს მაისური გახლავთ ძალიან ნიჭიერი დიზაინერის, ბესარიონის შემოქმედება. რატომ მაინცდამაინც იესო? იმიტომ რომ უფალია, არ ვიცი, რატომ ჩათვალა საზოგადოებამ ეს ეპატაჟის ნაწილად.

- მერსი, ახლა გადავინაცვლოთ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებზე და გვითხარი, რას ფიქრობ ქალიშვილობის ინსტიტუტზე?

- არაფერს განსაკუთრებულს, არც ისაა სირცხვილი, თუ გოგონა ქალიშვილია და არც ის, თუ საყვარელ ადამიანთან სრულყოფილი ურთიერთობა სურს და ამას აკეთებს. როცა ადამიანი ამბობს, შეყვარებული მყავსო და მასთან არაფერი აქვს, რას ნიშნავს ეს? თუ შეყვარებული ხარ და გაქვს ლტოლვა, უნდა გქონდეს სექსუალური კავშირიც, აბა, ხელიხელჩაკიდებულებმა უნდა იაროთ? ვერ ვხვდები, ამაზე რატომ უნდა კეთდებოდეს აქცენტი. ჩვენს ქვეყანაში პირადზე ძირითადად ისინი ჭორაობენ, ვისაც საკუთარი ცხოვრება არ აქვს მოწყობილი. ჩვენთან სექსი აღქმული აქვთ ძალიან მძაფრად და ეს თემა ზომიერების ფარგლებს გასცდა. ჩემი გადმოსახედიდან, ბევრი არაცნობილი ადამიანის ცხოვრება უფრო ბინძურია, ვიდრე სელებრითების. ქართველები ძალიან უცნაური ხალხი ვართ, ქალი რომ გათხოვდება, ხშირად მსმენია, მეორე დღეს უთქვამთ, უი, ეს ფეხებს უკვე სხვანაირად ადგამსო. აქედან გამომდინარე, ყველამ ისე უნდა განავითაროს ცხოვრება, როგორც მას უნდა.

- შეიძლება, ადამიანს ცხოვრებაში რამდენჯერმე შეუყვარდეს და რამდენიმე სექსუალური პარტნიორი ჰყავდეს, სად გადის ზღვარი, რომ ეს აღვირახსნილობაში არ გადავიდეს?

- თვითონ უნდა დაიცვას ზღვარი, რომ აჯაფსანდალი ცხოვრება არ გამოუვიდეს, არ შეიძლება, 50 სექსუალური პარტნიორი გყავდეს, ეს უკვე ცოტა სხვა რაღაცაში გადადის.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება