ლივ ტაილერი: ''ეს არ იყო იოლი პერიოდი...''

ლივ ტაილერი: ''ეს არ იყო იოლი პერიოდი...''

მას მერე, რაც ქმარს - მუსიკოს როისტონ ლენგდონს დაშორდა, ლივ ტაილერმა კინოში დაბრუნებაც გადაწყვიტა. ეკრანებზე გამოვიდა სერიალი ''მიტოვებულები'' მისი მონაწილეობით, წელს კიდევ ორი ახალი ფილმი გამოვა. სერიალი ''დაკარგულების'' რეჟისორს ეკუთვნის, საკმაოდ მძაფრსიუჟეტიანია და უკვე დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.

''აეროსმიტის'' ლიდერის, სტივენ ტაილერის, ქალიშვილი, 38 წლის ლივ ტაილერი ახალ ფილმსა და პირად ცხოვრებაზე საუბრობს.

ცნობისათვის, ლივის დედა მომღერალი და ყოფილი მოდელი ბიბი ბიუელია, რომელსაც სტივ ტაილერისგან უკანონოდ გაუჩნდა შვილი. ლივმა მხოლოდ 11 წლის ასაკში შეიტყო ნამდვილი მამის ვინაობა და ურთიერთობაც გააბა მასთან.

სწორედ მამამ შეუწყო ხელი კარიერაში - ჯგუფ ''აეროსმიტის'' კლიპში გამოჩენილმა მშვენიერმა გოგონამ უცებ მიიპყრო პროდიუსერების ყურადღება. მერე იყო ბერტოლუჩის ''წარმავალი სილამაზე'', ''არმაგედონი'', ''ბეჭდების მბრძანებელი'' და მოულოდნელი გაქრობა. ეკრანებზე კარგა ხანს არ ჩანდა - გათხოვდა, შვილი გააჩინა. მერე კი ოჯახი დაენგრა და დეპრესიას ებრძოდა. ახლა ისევ სავსეა ენერგიით.

- ''ჟივანშისთან'' მქონდა ათწლიანი კონტრაქტი და ამის გამო თუ გამოვდიოდი სახლიდან, თავი-სუფალ დროს პატარ-პატარა ფილმებშიც ვთამაშობდი. განქორწინება ემოციურად დიდ გავლენას ახდენს ქალზე. როცა მე და როი დავშორდით, მინდოდა, მთელი დრო ვაჟთან გამეტარებინა, მაილოსთვის სტაბილურობისა და ოჯახური სიმყუდროვის გარემო შემექმნა. ეს არ იყო იოლი პერიოდი...

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება