ბიჭი, რომელიც ანა მარგველაშვილთან ერთად Желанная Моя-ს მღერის, მეგობარ გოგონას საჯდომს "უსტეპლერებდა"

ბიჭი, რომელიც ანა მარგველაშვილთან ერთად Желанная Моя-ს მღერის, მეგობარ გოგონას საჯდომს "უსტეპლერებდა"

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში პირად გვერდზე პრეზიდენტის ქალიშვილმა ანა მარგველაშვილმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის მეგობრებთან ერთად ავტომობილში თემურ რცხილაძის Желанная Моя-ს მღერის. ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ პრეზიდენტის ქალიშვილი სოციალური ქსელების მომხარებლების, მათ შორის ცნობილი ადამიანების კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა. ანას სტატუსის შეუფერებელი საქციელისთვის აკრიტიკებდნენ.

ვიდეო ამჯერად არა ანას, არამედ მისი ერთ-ერთი მეგობრის გამო გახდა კვლავ აქტუალური - საუბარია ახალგაზრდაზე, რომელიც ვიდეოში მასთან ერთად მღერის. როგორც ჟურნალისტი ნათია მიქიაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, იგივე ახალგაზრდა, GDS-ის გადაცემა "მზეების" "დასტეპლერების" ვიდეოჩანაწერის მონაწილეთაგან ერთ-ერთია. აღნიშნულ ვიდეოში ახალგაზრდები ერთმანეთს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ასტეპლერებენ.

გარდა ამისა, ანა მარგველაშვილის იმავე მეგობარმა ცოტა ხნის წინ "youtube"-ზე მიმართვა გაავრცელა, სადაც ის ყველას, ვისაც ავტომობილში ანასთან ერთად მისი ნამღერი არ მოეწონა და გააკრიტიკა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.

"ეს ვიდეო, როგორც რამდენიმე ათეული ადამიანი მეუბნება GDS-ის პროდუქია... არ ვიცი ეთერში იყო თუ არა... პრემიერყოფილი ამ არხზე თოქ-შოუს გეგმავს და არხი მის შვილს ეკუთვნის და ამ ვიდეოში ბიჭი, რომელიც გოგონას საჯდომს უსტეპლერებს, ავრცელებს კიდევ ერთ ვიდეოს, სადაც იმ ადამიანებს, ვისაც მისი და პრეზიდენტის ქალიშვილის ნაღერი არ მოეწონათ ერთ ადგილზე უკაცრავად და "დახევას" ურჩევს... დედას გაფიცებთ, ამ ავადმყოფობას სახელი თუ მოუძებნეთ, მითხარით... p.s. ოღონდ მართლა აღარ მესმის მკერდის გამოჩენაზე სასულიერო პირები 3 წლის წინ გზებს კეტავდნენ და არხს, რომელსაც ბავშვები უყურებენ, ამ ვიდეოს ავტორები ქმნიან სავარაუდოდ და სად არიან ეს სასულიერო პირები, ხო არ იცით?", - წერს მიქიაშვილი.

იხილეთ ასევე: "ოლიგარქის ნერვული აშლილობის უტყუარი მტკიცებულება" - მარიამ საჯაია დუნდულების "დასტეპლერებამ" აღაშფოთა

"უთხრას ვინმემ, რომ პრეზიდენტის შვილია" - რის გამო აკრიტიკებს ნანუკა ჟორჟოლიანი ანა მარგველაშვილს

იხილეთ ვიდეო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს