პამელა ანდერსონი ორჯერ დაშორებულ ყოფილთან შერიგდა?

პამელა ანდერსონი ორჯერ დაშორებულ ყოფილთან შერიგდა?

როგორც ჩანს, ამერიკელმა მსახიობმა პამელა ანდერსონმა, თავადაც არ იცის, რა სურს. ზამთარში პამელა თავის ყოფილ ქმარს, რიკ სალომონს მისთხოვდა, ხოლო ივლისში განქორწინებაზე განცხადება შეიტანა. ამ ფაქტიდან ერთ კვირაში პაპარაცებმა ის მალიბუში, ისევ რიკთან ერთად გამოიჭირეს.

როგორც TMZ აღნიშნავს, ანდერსონს დაშორებაზე სერიოზულად არ უფიქრია. ეს ნაბიჯი მან ქმრის შესაშინებლად გადადგა.

”მათ ერთმანეთი უყვართ, მას შემდეგ, რაც პემმა განქორწინება გადაწყვიტა, რიკი პამელას მასთან დარჩენას ევედრება”,- აცხადებს წყარო.

შეგახსენებთ, პამელას ”რეზერვში”  სულ ცოტა ერთი მამაკაცი მაინც ჰყავს - დრამერი ტომი ლი. პამელას უთქვამს კიდეც, რომ თავის სიბერეს სწორედ მასთან ერთად წარმოიდგენს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება