სალომე ქათამაძე ოჯახის დანგრევასთან დაკავშირებულ ჭორებს პასუხობს

სალომე ქათამაძე ოჯახის დანგრევასთან დაკავშირებულ ჭორებს პასუხობს

თბილისში ახალი ამბავი გავრცელდა. ამბობენ, რომ "ახალი ხმის" გამარჯვებული მომღერალი სალომე ქათამაძე ქმარს, გიგი ზამთარაძეს დაშორდა. სალომეს პირადი ცხოვრებით დაინტერესებული გულშემატკივრების ეჭვები მას შემდეგ გამძაფრდა, რაც სალომემ თავად გამოაქვეყნა Facebook-ზე ვიდეოპოსტი, რომელშიც ის ღალატთან დაკავშირებით საუბრობს.

ინფორმაციას პირად საუბრებში სალომეს ახლობლებიც ადასტურებენ. Ambebi.ge სალომე ქათამაძეს დაუკავშირდა.

– სალომე, გავრცელდა ჭორი, რომ მეუღლეს დაშორდით, მართალია?

– არ არის მართალი.

– აბა რა გახდა ამ ამბის გავრცელების მიზეზი, რამე უსიამოვნება გქონდათ მეუღლესთან?

– არ მინდა ამ თემაზე საუბარი.

– ერთად ცხოვრობთ?

– კი, კი.

შეგახსენებთ, რომ სალომე ქათამაძემ ფეხბურთელ გიგი ზამთარაძეზე რამდენიმე წლს წინ იქორწინა.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება