რატომ ვერ ეკონტაქტებიან ხშირად მიხეილ სააკაშვილს ლიკა ევგენიძე და ნიკა ალასანია

რატომ ვერ ეკონტაქტებიან ხშირად მიხეილ სააკაშვილს ლიკა ევგენიძე და ნიკა ალასანია

მშვენიერი ლიკა ევგენიძე ერთწლიანი პაუზის შემდეგ მონატრებულ საქართველოში უკვე ორი შვილით დაბრუნდა. ანა-სოფიასა და ალექსანდრეს თბილისურ რეჟიმზე გადმოწყობა არ გასჭირვებიათ, ჩვენმა რესპონდენტმა კი ახლობელ-მეგობრები უკვე მოინახულა და ცოტა ხანში ისევ ამერიკაში დაბრუნებას აპირებს. ლიკას ოჯახზე, შვილებსა და ამერიკულ ყოველდღიურობაზე ვესაუბრეთ.

- ლიკა, რამდენი ხნით ხარ ჩამოსული და მოაგვარე თუ არა ის ბიუროკრატიული საკითხები, რის გამოც ამერიკაში წახვედი?

- უკვე ერთი თვეა, აქ ვარ, 2 კვირაში კი ისევ ამერიკაში დავბრუნდები, მთლიანობაში თვე-ნახევარი გამომივა საქართველოში ყოფნა. რაც შეეხება ბიუროკრატიულ საკითხებს, ჯერ კიდევ არ მომიგვარებია, შუა პროცესში ვარ, ყველაზე მთავარი ეტაპი, დღეების დაგროვება, გავიარე, ამის გამო ვერ გამოვდიოდი ქვეყნიდან. სექტემბერში ისევ უნდა შევიტანო საბუთები და გარკვეული დროით კვლავ არ მექნება ამერიკის დატოვების უფლება.

- როგორც ვხვდები, მოქალაქეობის მიღება საკმაოდ რთულია...

- კი, სხვადასხვა პროცედურაა, რომელიც ყველამ უნდა გაიაროს. სირთულე ისაა, რომ ქვეყნიდან გასვლის უფლება არ გაქვს, მე დიდად არ გამჭირვებია, ადვილად გადავაგორე ის პერიოდი, რადგან ორსულად ვიყავი და ბავშვი გავაჩინე.

- ბავშვები როგორ გადმოეწყვნენ საქართველოს გრაფიკზე?

- კარგად. პირველ დღეებში ღამით ეღვიძებოდათ, მაგრამ მალევე შეეჩვივნენ აქაურ რეჟიმს. ალექსანდრე 10 თვისაა, ჯერ ვერ ხვდება, სად მოხვდა, მაგრამ ანა-სოფია ძალიან გახარებულია, ჩემს პატარა დებთან ერთად კარგად ერთობა. სხვათა შორის, მგზავრობაც არ გასჭირვებიათ, უბრალოდ, თვითმფრინავიდან გადაჯდომა დაგვაგვიანდა და სტამბოლის აეროპორტში 10 საათი ''გავიჭედე'' ორი ბავშვით, კინაღამ გავგიჟდი, მაგრამ მაინც ბედნიერები ვიყავით, რომ საქართველოში მოვდიოდით.

- როგორ ატარებ ამ ერთ თვეს?

- ძირითადად, ახლობელ-მეგობრების მონახულებაში, აჭარაშიც ვიყავი რამდენიმე დღე, იქაურობასაც მოვესიყვარულე...

- ლიკა, გვითხარი, როგორია შენი ერთი ამერიკული დღე?

- არაფრით გამორჩეული, ისეთივე, როგორიც ორი შვილის დედას შეეფერება, ბავშვების რეჟიმზე აწყობილი და მათზე მორგებული. როცა ვახერხებთ, საღამოობით მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს ვუთმობთ დროს, ხანდახან გავდივართ სადმე, ხან კი გასართობად მორიგეობით დავდივართ, რადგან ძიძა არ გვყავს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება