10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი მსოფლიოში: Forbes-ის უკანასკნელი მონაცემები

10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი მსოფლიოში: Forbes-ის უკანასკნელი მონაცემები

Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მამაკაცი მსახიობების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგში მოცემულია მსახიობების შემოსავალი 2013 წლის ივლისიდან 2014 წლის ივლისამდე პერიოდში.

უკვე მეორე წელია სიაში პირველ ადგილს მსახიობი რობერტ დაუნ-უმცროსი იკავებს. მისმა შემოსავალმა 75 მლნ დოლარი შეადგინა. მსახიობის ძირითადი შემოსავლის წყაროდ რჩება სტუდია Marvel-ის ფრენჩაიზი "რკინის კაცი". Forbes-ის მონაცემებით, 2013 წლის ივლისიდან 2014 წლის ივლისამდე რობერტ დაუნ-უმცროსმა იმდენივე გამოიმუშავა, რამდენიც გასულ წელს.

სიაში მეორე ადგილზე მსახიობი დუეინ ჯონსონია 52 მლნ დოლარით.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სამეულს ბრედლი კუპერი ასრულებს 46 მილიონიანი შემოსავლით.

Forbes-ის მიერ შედგენილი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების ათეული ასე გამოიყურება:

1. რობერტ დაუნ-უმცროსი - 75 მლნ დოლარი

2. დუეინ ჯონსონი - 52 მლნ დოლარი

3.ბრედლი კუპერი - 46 მლნ დოლარი

4. ლეონარდო დიკაპრიო - 37 მლნ დოლარი

5. კრის ჰემსვორტი - 39 მლნ დოლარი

6. ლაიამ ნისონი - 36 მლნ დოლარი

7. ბენ აფლეკი - 35 მლნ დოლარი

8. კრისტიან ბეილი - 35 მლნ დოლარი

9. უილ სმიტი - 32 მლნ დოლარი

10. მარკ უოლბერგი - 32 მლნ დოლარი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება